ვალვერდე:„კარიერის საუკეთესო თამაში ჩავატარე“

ფედერიკო ვალვერდემ მანჩესტერ „სიტის“ განადგურების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ემოციების ზღვა მაქვს. არ ვიცი როგორ გამოვხატო სიხარული, რომელსაც ახლა განვიცდი. ჰეთ-თრიკის შესრულებას არ ველოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ დაპირისპირებაში ბევრი საქმე უნდა გამეკეთებინა.“

„დღეს ყველა მადრიდისტა ბედნიერია, რაც მეც მაბედნიერებს. თავისუფლად ვიტყვი, რომ კარიერის საუკეთესო თამაში ჩავატარე.“

„დიდ მადლობას ვუხდი ყველა ქომაგს, რომელიც ჩემს სახელს სკანდირებდა, ეს უდიდესი მოტივაცია იყო.“

„გუნდმა დაბალანსებული, სწრაფი და მობილური ფეხბურთი აჩვენა, რომელმაც შედეგი მოიტანა.“

„ტრავმების მიუხედავად, არსებული რესურსი სრულფასოვნად ავითვისეთ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

„ცალკე უნდა გამოვყო ტიბო კურტუას საოცარი თამაში. ბელგიელი მსოფლიოში საუკეთესოა და ამას ყველა დაპირისპირებაში ამტკიცებს.“

„ტიაგო? ის ძალიან ახალგაზრდა და საფეხბურთო ინტელექტით სავსე ფიგურაა. ესპანელს საოცარი მანევრები ჰქონდა და გოლებში დიდი წვლილი შეიტანა. დარწმუნებული ვარ, პიტარჩის დიდი მომავალი ექნება.“

„ვინისიუსის პენალტი? საოცარი გამარჯვება იქნებოდა, ბრაზილიელს რომ გაეტანა, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე. 3:0 ნამდვილად არის ის ანგარიში, რომელსაც „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელი მოაწერდა ხელს.“

„სხვაობა საკმაოდ დიდია, მაგრამ წინ კიდევ ერთი მატჩი გველის. „ეტიჰადზე“ ასპარეზობა მარტივი არ არის, ჩვენ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მანჩესტერში სრული სერიოზულობით, ყურადღებით და შემართებით ვითამაშებთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (113)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)