პეპი:,,არაფერი შეცვლილა, რეალი ყველაზე საშიში გუნდია"

ხოსეპ გვარდიოლამ „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემი შეფასება ყოველთვის ადეკვატურია. როდესაც მსოფლიოში ყველაზე საშიშ მეტოქეს ეთამაშები, მაქსიმალური მობილიზება გმართებს, თუ ამას არ გააკეთებ, შედეგს ვერ მიაღწევ.“

„მბაპე დიდი დანაკლისია, ისევე როგორც ბელინგემი და სხვები, მაგრამ „რეალისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლებელი არაფერია. ამ გუნდს სასწაულების მოხდენა შეუძლია და ეს არაერთხელ გვინახავს.“

„ფეხბურთელებს ყურადღებით თამაშისკენ მოვუწოდებთ, ბერნაბეუზე წარმატების მიღწევა მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის დიდი ნაბიჯი იქნება.“

„ვინისიუსი ყველაზე საშიში ფეხბურთელია, მისი აჩქარებები, ტექნიკური არსენალი და გამოცდილება სამეფო კლუბისთვის ბევრს ნიშნავს.“

„ნახევარდაცვაში დომინაცია უნდა გვქონდეს, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლია ბურთის და თამაშის ტემპის გაკონტროლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიზუსტე გამოვიჩინოთ.“

„დიახ, „რეალში“ ახლა ყველაფერი რიგზე არ არის, რაც პირველ რიგში ტრავმიანობითაა გამოწვეული, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ამ გუნდისგან ყოველთვის ყველაფერია მოსალოდნელი.“

„დაცვაში ყურადღება აუცილებელია, ვინაიდან „ბლანკოსს“ უყვარს ფლანგური შეტევები.“

„ჰალანდი? მან საკმაო გამოცდილება მიიღო, რომელიც სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაშს უკავშირდება.“

„ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი ინგლისში გადაწყდება, თუმცა როგორც გითხარით, აუცილებელია, საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ და ბერნაბეუ კმაყოფილებმა დავტოვოთ.“


1

2 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 847

რესურსულად სიტის ბევრად მეტი შეუძლია. არ ვიცი რის იმედზე ვართ, მაგრამ სადაც გალამ მოუგო ლივერპულს სახლში, იქ ჩვენც გვაქვს შანსი და თუ ამ თამაშს მოვიგებთ, ინგლისში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (89)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)