ვალვერდე:„ახლა მბაპეზე წუწუნი არ ღირს, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ“

ფედე ვალვერდემ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„არავისთვის ახალი არ არის, რომ არაერთ პოზიციაზე მითამაშია, მათ შორის ვყოფილვარ მარჯვენა მცველი, ჩამშლელი, საყრდენი, ფლანგის შემტევი და ასე შემდეგ. ვცდილობ, მწვრთნელის იდეებს მოვერგო.“

„რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჩემი როლი „სიტის“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან გუნდს არაერთი ლიდერი აკლია.“

„ყველგან ვიქნები, სადაც გუნდს დასჭირდება. მსგავსი სტილის ინტენსიური მატჩები არნახულ ენერგიას მოითხოვს, რომელიც თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გაიღოს.“

„გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ვიგრძნობთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ბერნაბეუს ეფექტი ყოველთვის დიდ განსხვავებებს ქმნის და მჯერა, რომ შევძლებთ გამარჯვების მიღწევას.“

„მბაპე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ შეიძლება. ფრანგი მოთამაშე გუნდს აკლია და ვუსურვებ, რომ დროულად დაბრუნდეს.“

„როგორც შეტევაში, ასევე უკან ბევრი პრობლემა გვაქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაძლებლობების 100%-ით გამოსავლენად.“

„ფიზიოთერაპევტები? მე მათ ვენდობი. არ ვიცი, რას ფიქრობენ ისინი სხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებით, სხვის ნაცვლად ვერ ვისაურებ, პირადად ჩემს განვითარებას კი მადრიდელ ფიზიოთერაპევტებს ვანდობ.“

„შარშან პეპ გვარდიოლას გუნდში პრობლემები იყო, წელს მანჩესტერელები ბევრად უფრო გააზრებულ, სწრაფ და ტაქტიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ის, რაც მოხდა შარშან, დარჩა ისტორიას, ახლა წინ ყურების დროა. ჩვენ წინა მატჩები მხოლოდ გამოცდილების კომპონენტში უნდა გამოვიყენოთ.“

„გვარდიოლას ძალიან სწრაფი და დინამიური გუნდი ჰყავს. მანჩესტერელთა თავდასხმა ყოველთვის აგრესიული იყო.“

„ყველა თანაგუნდელს მოვუწოდებ, რომ ბოლომდე დაიხარჯოს. ჩვენ უნდა ვიწამოთ ჩვენი ძალების და მაქსიმუმი გავიღოთ გამარჯვებისთვის. ბერნაბეუზე გამარჯვება დაგვეხმარება ფსიქოლოგიური მუხტის მოპოვებაში, რაც ასეთ პაექრობებში უმნიშვნელოვანესია.“

„გუნდში არის რთული და მარტივი მომენტები, მაგრამ ჩვენ ყველა მოცემულობას მოწოდების სიმაღლეზე უნდა შევხვდეთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (84)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)