„სიტისთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს.
დღევანდელ სესიაზე ალვარო არბელოამ რამდენიმე კანტერანო იხმო. ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ კონდიციებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, კონტრ-შეტევებზე სწრაფ გადასვლას და პრესინგს.
ანტონიო რუდიგერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, მბაპე კი მზად არ არის. ასევე არ უვარჯიშია ალვარო კარერასს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად სპეციალურ ვარჯიშებს ასრულებდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
დინ ჰაუსენს პრობლემები არ აქვს. ესპანელი გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელმისაწვდომი იქნება.
- დღეს, 15:38
- 29
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



