არბელოა „სიტის“ ფლანგების განეიტრალებას სპეციალური გეგმით აპირებს

მანჩესტერ „სიტის“ შეტევის ფლანგები განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, სწორედ ამიტომ, ალვარო არბელოა დაცვაში არსებული რესურსის ეფექტურ ათვისებას გეგმავს.

ჯერ არავინ იცის, მარჯვენა ფლანგზე ტრენტ ალექსანდერ არნოლდს ვიხილავთ, თუ დანი კარვახალს, თუმცა ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკანა ხაზს დაეხმარება ფედერიკო ვალვერდე.

ურუგვაელს ყველაზე მეტი მოძრაობა დაევალება იმისთვის, რომ მთელი მარჯვენა ფლანგი გააკონტროლოს.

დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს ფედე მარჯვენა მცველს უნდა დაეხმაროს და ბურთის ამოტანის დროს მაქსიმალურად სწრაფად გადაადგილდეს.

ფედეზე არბელოა დიდ იმედებს ამყარებს და მიიჩნევს, რომ მისი ფიზიკური კონდიცია დოკუს და სხვა მოწინააღმდეგეების შეჩერებისთვის იდეალური გამოსავალი იქნება.

სამეფო კლუბს ვარჯიშები დახურული აქვს და არცერთ კომპონენტს არ ასაჯაროებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „სიტისთან“ მატჩისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს.


1

8 მარტი 2026 13:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 367

ვნახოთ როგორ იმუშავებს არბელოას საიდუმლო გეგმა. პეპს იმედი მაქვს არაფერი მოუფიქრებია ჩვენ წინააღმდეგ.


2

8 მარტი 2026 13:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 337

როგორც წინა სეზონში მარტივად გავვდით სითის, ისე გაგვცდებიან წელს მარტივად


3

8 მარტი 2026 13:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 231

ახალი ამბავი... ნებისმიერი მწვრთნელი ეგრე მოიქცევა, ვალვერდემ და ჩუამენიმ უნდა დააზღვიონ, მითუმეტეს ასეთი მცველები, თორე პიზდეც! მე უფრო შეტევას ვუჩივი, მომენტების გამოყენება უჭირთ და ერთი ნათელი წერტილი ვინია და წაუვა არ წაუვა თამაში... 

-----------------------
Hala Madrid! White heart!

4

8 მარტი 2026 14:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 196

კამავინგა და ვალვერდე დააზღვევენ დაცვას. ჰოი შენი ძაან დირკაა.მილიტაო რომ იყოს ბევრად ნაკლები პრობლემა იქნებოდა. ბრაჰიმს დავაყენებდი ,ცრუ ფორვარდად ვინის.


5

8 მარტი 2026 14:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 363

ძალიან რთული თამაში გვექნება ყველას მაგრად უნდა გამოუვიდეს თამაში აქ ერთი ან ორი ფეხბურყელი ვერაფერს წყვიტავს ერთი ისარის რომ უკან დასახევი გზა არ გვაწვს და სახლში ვთამაშობთ ანუ ბოლომდე ვიხარჯებით ყველა რგოლში იმედია მეორე თამაშს აზრი ექნება


6

8 მარტი 2026 18:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 322

არბელოა და გეგმა? 


7

9 მარტი 2026 11:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 67

ნუ დიდად არმაქ იმედი მარა ამ გუნდის ჩამოწერა არასოდეს არ შეიძლება


8

9 მარტი 2026 14:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 80

თავდამსხმელის გარეშე:  ჩერკი ფოდენი უნდა გაჩერდეს კარერასი არნოლდის პერსონალური მეურვეობა

                ვინი.         დიასი.         ვალვერდე

      

          კარერასი.      ჩუამენი.       არნოლდი

        

       მენდი.     ჰოისენი.      რუდიგერი  ასენსიო

                                     კურტუა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (68)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)