ფლორენტინო პერესი - 79!

დღეს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის დაბადების დღეა.

ესპანელი ლეგენდარული მმართველი 79 წლის გახდა.

ყველა თანხმდება, რომ პერესი არის ისტორიული პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროსაც „ბლანკოსმა“ როგორც სპორტულ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე უდიდეს წარმატებას მიაღწია.

სპორტული მენეჯმენტის გარდა, პერესის უდიდესი მემკვიდრეობა ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციასა და მომავლის ხედვაში მდგომარეობს. სანტიაგო ბერნაბეუს გრანდიოზული რეკონსტრუქცია, რომელიც სტადიონს მულტიფუნქციურ ტექნოლოგიურ ცენტრად აქცევს, მისი ამბიციების კულმინაციაა, მიზანი კლუბისთვის შემოსავლების ახალი, მუდმივი წყაროს გაჩენა გახლავთ.

ამასთანავე, ფლორენტინომ შეცვალა სატრანსფერო პოლიტიკა - მზა ვარსკვლავების ყიდვიდან გადავიდა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების ადრეულ ეტაპზე მოძიებასა და აღზრდაზე, რითაც გუნდის გრძელვადიანი დომინაცია უზრუნველყო. პერესი დღეს აღიქმება არამხოლოდ პრეზიდენტად, არამედ თანამედროვე „რეალის“ არქიტექტორად, რომელმაც სანტიაგო ბერნაბეუს მიერ დატოვებული სტანდარტები 21-ე საუკუნის მოთხოვნებს მოარგო და კლუბს „საუკუნის საუკეთესოს“ სტატუსი შეუნარჩუნა.

ვულოცავთ პრესის და წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში!


1

8 მარტი 2026 13:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 367

საინტერესოა ხელფასთან ერთად პენსიასაც თუ იღებს.


2

8 მარტი 2026 13:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 231
8 მარტი 2026 13:22, Valverde says:

საინტერესოა ხელფასთან ერთად პენსიასაც თუ იღებს.

მაგას გამაზავს აბა? რომელი პატარა პენსია ექნება, ჩვენ რო ხელფასები გვაქვს 10 მაგდენი პენსია ექნება.

გილოცავ! რეალისთვის ლეგენდა ხარ და წარმატებები ცხოვრებაში, იმედია როცა წახვალ ნორმალურ პრეზიდენტს დაგვიტოვებ.

-----------------------
Hala Madrid! White heart!

3

8 მარტი 2026 15:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 444
8 მარტი 2026 13:46, Rustaveli1990 says:
8 მარტი 2026 13:22, Valverde says:

საინტერესოა ხელფასთან ერთად პენსიასაც თუ იღებს.

მაგას გამაზავს აბა? რომელი პატარა პენსია ექნება, ჩვენ რო ხელფასები გვაქვს 10 მაგდენი პენსია ექნება.

გილოცავ! რეალისთვის ლეგენდა ხარ და წარმატებები ცხოვრებაში, იმედია როცა წახვალ ნორმალურ პრეზიდენტს დაგვიტოვებ.

Amas imodena fuli aq aqet gadaixdis pensiebs:dd

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (68)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)