„სიტისთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს.
დღევანდელი დღე აღდგენას დაეთმო. „ბალაიდოსზე“ სასტარტოში მყოფი ფეხბურთელები შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ და აქცენტი ფიზიკური კონდიციების აღდგენაზე გააკეთეს.
სხვა მოთამაშეებმა სრული დატვირთვა მიიღეს. აქცენტი გაკეთდა ბურთის ფლობასა, სწრაფ კონტრ-შეტევებზე, პრესინგსა და სტანდარტულებზე.
სასიხარულოა, რომ ედუარდო კამავინგამ კოლექტივთან ერთად ივარჯიშა.
მბაპემ სესია გამოტოვა, ისევე როგორც ჯუდ ბელინგემმა და სხვა ტრავმირებულმა მოთამაშეებმა.
დღევანდელ ვარჯიშზე ალვარო არბელოას გუნდში 9 კანტერანო იყო გამოძახებული.
- გუშინ, 17:00
- 59
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



