კურტუა:„ფედეს გამარჯვებულის სული აქვს“

ტიბო კურტუამ „სელტასთან“ მატჩი შეაფასა.

„ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ. ვიცოდით, რომ მარტივი გზა არ გველოდა, ვინაიდან „ბალაიდოსზე“ თამაში მარტივი არ არის.  3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესი იყო, თანაც გუნდის დაბადების დღეზე. დარწმუნებული ვარ, ქომაგებმა სიამოვნება მიიღეს.“

„ფედე ვალვერდეს მებრძოლი სული აქვს, მას ყოველთვის სჯერა „რეალის“ წარმატების და ეს „ბალაიდოსზეც“ ვიხილეთ.“

„ვამაყობ, რომ გუნდის დახმარება შევძელი და რამდენიმე მომენტში გოლი ვერ გამიტანეს, ყოველთვის მზად ვარ გუნდის დასაცავად.“

„ახალგაზრდა მოთამაშეებმა საოცარი თავდადება აჩვენეს. მიხარია, რომ პიტარჩი და სხვები მოედანზე ბრწყინავდნენ და ისე თამაშობდნენ, როგორც გამოცდილი ფეხბურთელები.“

„„სიტისთან“ გვჭირდება გუნდი, რომელიც 200%-ით დაიხარჯება და ძალიან ინტენსიური იქნება. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, ყველა მომენტისთვის ვიბრძოლოთ და შევქმნათ გარემო, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს.“

„პირად დონეზე კმაყოფილი ვარ. მუხლის ოპერაციის შემდეგ ბევრი ეტაპი გავიარე. მივიჩნევ, რომ საუკეთესო კონდიციაში ვარ და დაზიანების გამოძახილი აღარ არსებობს.“


1

3 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 958

კურტუა რომ არ გვყავდეს მართალა არ ვიცი ამ წლების მანძილზე რა გვეშველებოდა. ძაან დიდი ფუფუნებაა როცა ასეთი მეკარე დგას კარში


2

2 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 152
3 hours above, murtoreali777 says:

კურტუა რომ არ გვყავდეს მართალა არ ვიცი ამ წლების მანძილზე რა გვეშველებოდა. ძაან დიდი ფუფუნებაა როცა ასეთი მეკარე დგას კარში

1 მინუსი აქ-პენლები

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (47)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)