ვინისიუსი:„ყველა ფეხბურთელმა სეზონის საუკეთესო თამაში უნდა ჩაატაროს“
ვინისიუს ჟუნიორმა „სელტასთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„გუნდის დაბადების დღეზე გულშემატკივრებს სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთეთ. „სელტა“ საშინაო არენაზე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, არ დავნებდით და 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში, რაც მნიშვნელოვანი იყო, ფსიქოლოგიური და სატურნირო თვალსაზრისით.“
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდა კანტერანოების საოცარი გამოსვლა. თითოეულს მადლობას ვუხდი, მათ აჩვენეს მადრიდული სული და ბრძოლისუნარიანობა.“
„სიმართლე გითხრათ, ძალიან დაღლილი ვარ. ბოლო ტურებში არნახული დატვირთვები მივიღე, ახლა უნდა დავისვენო და მაქსიმუმი გავიღო „სიტისთან“ დაპირისპირებაში საუკეთესო ვერსიის საჩვენებლად.“
„ფედეს საოცარი დარტყმა? ის ვარჯიშებზე ყოველთვის ახერხებს ეფექტური გოლების გატანას, ამიტომ არ გამკვირვებია, რომ ვიგოში ასეთ სტილში გაიტანა.“
„ბერნაბეუზე დიდ მხარდაჭერას ველით. თუ „სიტის“ დამარცხება გვსურს, სეზონის საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. გვარდიოლას გუნდი ყოველთვის დიდი ინტენსივობის და კრეატივით გამოირჩევა და ეს კარგად უნდა გავიაზროთ.“
- დღეს, 13:10
- 222
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



