ბეილი:„ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ისკო იყო“
გარეთ ბეილმა მადრიდული კარიერა გაიხსენა და საკმაოდ საინტერესო ფაქტებს გაუსვა ხაზი.
„ჩემთვის მადრიდული წლები ბედნიერი გახლდათ. იყო მომენტები, როდესაც საუკეთესო კონდიციაში ვიყავი და უმაღლეს დონეს ვაჩვენებდი, იყო ჩავარდნებიც, თუმცა საბოლოო ჯამში რასაც მივაღწიე, ნამდვილად საამაყოა.“
„სპეციალისტი ვისთან ერთადაც თავს, ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი კარლო ანჩელოტია. იტალიელს ფეხბურთელების მართვის უნიკალური უნარი აქვს.“
„კრიშტიანო და რონალდუ დიდ მოტივაციას და შემართებას მაძლევდნენ. დიახ, „რეალის“ ემოციური მმართველები სწორედ ისინი იყვნენ.“
„ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი? უდავოდ ისკო, მის შესაძლებლობებს ბურთთან ურთიერთობაში საზღვარი არ ჰქონდა.“
„ზიზუ? მას ფეხბურთელებისგან დიდი პატივისცემა ჰქონდა ამით ბევრს მიაღწია.“
„ფეხბურთის შემდეგ გოლფი. ეს სახეობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და დღემდე გატაცებული ვარ.“
„ედენ აზარი ძალიან უიღბლო გახლდათ. მან „რეალის“ მაისური მოირგო და მრავალი წლის ოცნება აიხდინა, თუმცა საბოლოო ჯამში ტრავმიანობამ გატანჯა.“
„კარვახალს საოცარი უნარები ჰქონდა, მას მთელი ფლანგის კონტროლი შეეძლო. ესპანელმა განსაკუთრებული სტაბილურობა გამოავლინა და ურთულესი ტრავმების მიუხედავად, დღემდე „ბლანკოსის“ წევრია.“
- დღეს, 11:52
- 176
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



