ელგერა:„„რეალს“ მთავარ მწვრთნელად რაული უნდა დაენიშნა“

ივან ელგერამ მადრიდის „რეალში“ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

„მე მადრიდის „რეალის“ დიდი გულშემატკივარი ვარ და ვთვლი, რომ გუნდი ჩაბი ალონსოს გეგმას უნდა მიჰყოლოდა და შეცდომა დაუშვა.“

„რა ვიხილეთ კრიზისულ პერიოდში? ალონსოს გაშვება და მთავარ მწვრთნელად მოყვანა ადამიანის, რომელსაც უმაღლეს ლიგაში არასდროს უმუშავია.“

„მე პატივს ვცემ არბელოას, მაგრამ მივიჩნევ, რომ მასზე მეტად ავტორიტეტული ვარიანტი რაულ გონსალეს ბლანკო იქნება, მის სიტყვას მადრიდში ყოველთვის ჰქონდა ფასი, ის ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა კანტერანოებთან და კარგად იცოდა მათი შესაძლებლობები.“

„არ ვფიქრობ, რომ არბელოას დანიშვნით „რეალი“ უკეთესი გუნდი გახდა. მეტსაც გეტყვით, სიტუაცია უფრო გართულდა. არ არსებობს ტაქტიკური იდეა და გააზრება, რაც ჩაბი ალონსოს ეპოქაში ვერ მოხდებოდა.“

„ისტორიული ლიდერი ახლა „რეალში“ არ მუშაობს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ადგილს.“

„ზაფხულში „ბლანკოსის“ სათავეში აუცილებლად ვიხილავთ ახალ დამრიგებელს, ამაში დარწმუნებული ვარ.“


1

5 მარტი 2026 17:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 190

აზრი არ ჰქონდა დიდად რაულიც რომ მოსულიყო... სადაც ალონსომ ვერ გაამართლა წაუგებელი ლევერკუზენით, არბელოას უკეთესი შედეგები ჰქონდა ეგრე კასტილიაში, მადრიდისტობა და დაფასება გვერძე უნდა გადაიდოს აქ სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, ტოპ ფეხბურთელები რომლებიც გუნდს მიათრევდნენ, თვეობით და წლობით ლაზარეთში ჩაწვნენ, უამრავი ტრამვიანია ფეხბურთელი + შეუთამაშებლობა, დისციპლინა, შტაბი-შიდა სამზარეულო ყველაფერი არეულია, ამ ყველაფერს სჭირდება დიდი შრომა, გამოცდილი ავტორიტეტი მშვიდიც და ამასთანავე დისციპლინირებული არამადრიდისტა მწვრთნელი, რომელიც სადავეებს ხელში აიღებს, თუ მოვიდა კლოპი მივესალმები და პერესმა 300-400 მილიონი უნდა გადადოს, ეს ყველაფერი არ მოხვდებოდა თავის დროზე ცენტრი, რომ დაეშალა და ფონის გასვლა მოინდომა იოლად .. გიულერი და ბელინგემი ამ ძირეულ პრობლემას ვერანაირად ვერ აღმოფხვრიდა, მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო როგორ უნდა შეეცვალათ, რაზე ფიქრობს შტაბი? ანალიტიკოსი საერთოდ? შემდეგ მცველების ასეთი ტრამვიანია და ფონის გასვლა ისევ ასენსიოთი და რაქვია ის ბიჭი მყესები რომ გაიწყვიტა ახალი რამოსი, ხან იმას დაარქვეს, ხან ამას და ორივე ლაზარეთშია... ცოტა სერიოზულად მიდგომაა საჭირო კლოპი + მცველი/ნახევარმცველი ტოპ კლასის 2-3 კაცი, ასევე სასწრაფოდ მარჯვენა ფლანგის გაძლიერება, როდრიგო ფაქტობრივად ვერ გავყიდეთ და კაციც გამოგვაკლა, მადტანტუნიო ვერ აიღებს საკუთარ თავზე, პატარაა და გამოუცდელი.

პერესს წარსულში გაკეთებულ სიკეთეებს არავინ უკარგავს, უბრალოდ ისეც არ უნდა წავიდეს ხალხს ათქმევინოს დაბერდა და და...აო, ქომაგები უსტვენენ, 10 კაცი ლაზარეთშია აქედან ნახევარი ძირითადის, ნუთუ პრობლემას ვერ ხედავენ? არბელოა კიარა... ძირეულადაა მოსაგვარებელი, სულ რომ ერთი წელი დაჭირდეს, უკვე დროა დაიწყონ, თორემ უნაიტედი, მილანი, აგერ იუვენტუსიც მიაშურებენ მათ კვალს... მაგარი ტეხავს როცა ტოპ 1 კლუბი ხარ, მილიარდები გაქვს არ უნდა ჩაიგდო თავი ასეთ დღეში... იტყვი გაუმართლებლობა, ტრამვები და ა.შ, მაგრამ მაინც არა!! და არა!! ყველაფერი უნდა გქონდეს გათვლილი როცა საუკეთესო ხარ, ნაბიჯს რომ დგამ, მაქამდე უნდა გაიზარო გადადგმული ნაბიჯი და შედეგებზე უნდა იფიქრო, კრახზეც, ა გეგმაზე -ც და ც უნდა გქონდეს როცა საუკეთესოობაზე გაქვს პრეტენზია... შემართება, ჟილმი, მუღამი აღარ მაქვს მე რეალ მადრიდს ვეღარ ვხედავ სამწუხაროდ თეთრი ფერი ქრება ნელ-ნელა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, ისევ ავღორძინდებით, ჰალა მადრიდ! მუდამ ყოველთვის თეთრი!

-----------------------
Hala Madrid! White heart!

2

5 მარტი 2026 17:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 603

რაული კი არ უნდა დაენიშნათ, ანჩელოტი არ უნდა გაეშვათ. ეს იყო პერესის უდიდესი შეცდომა, საათივით ჰქონდა კარლოს აწყობილი გუნდი და გასახდელშიც იდეალური სიტუაცია იყო. მოშალეს ყველაფერი, ეხლა ამის აწყობას რამდენი დრო დასჭირდება თქვენ ითვალეთ.


3

5 მარტი 2026 17:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 132

მარტო მე არ ვყოფულვარ ამ აზრზე 

დღეს ყველაზე მტკიცე კანდიდატი ვისაც შეუძლია ამ თავგასულ ხალხს თავში წამოარტყას და თამაში დააწყებიოს არის რაულ გონსასეს ბლანკო 

ნამდვილი მადრიდისტა ასე იყო როცა ფეღბურთელი იყო და მწვრთნელიც ასე იქნებოდა <3


4

5 მარტი 2026 18:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 680

არ მჯერა რაულის დიდი მწრთვნელობის. საერთოდ ვერავინ ვერ გაამართლებს სანამ რამდენიმე ფეხბურთელი არ აუდებს. არბელოაზე რა უნდა თქვას კაცმა, მოვიდა და ზედიზედ ძალიან ბევრი თამაში მოვიგეთ, რამდენიმე ძაან კარგი თამაში ითამაშეს და რავიცი ალონსოზე ბევრად გააზრდებულად თამაშობდნენ მთელი თებერვალი, ბოლოს აურიეს. 

წყნარად ჩაამათავრონ ეს სეზონი. ზედმეტად მაღალი სტანდარტებია რეალში თორე ჩვენ გვაქვს ამ სეზონში 7 წაგება, აქედან 3 ჩემპ ლიგაზე. ბარსას აქვს 6 წაგება, აქედან ორი ჩემპიონთა ლიგაზე 4 ლა ლიგაში. კოპას და სუპერთასს რომ თავი გავანებოთ. 

ჩვენთვის ერთერთი ყველა დროის ყველაზე ცუდი სეზონია და ბარსელონასთვის ბოლო 5 წელიწადში ალბათ საუკეთესო. 

ზედმეტი პანიკაა როცა რეალი აგებს და ფანებიც ამას ვყვებით. წყნარად მშვიდად უნდა იმშავონ ბიჭებმა და იქნება შედეგები. აცადონ არბელოას


5

5 მარტი 2026 20:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 319

როგორ ერთს არავის დასცდა რომ ნახევარმცველი არ ყავს გუნდს ისეთი ვისაც 2 პასის გაკეთება შეუძლია. კამავინგა, ჩუამენი და ვალვერდე, ესენი არიან ნახევარდაცვაში ერთი მეორეზე უარესები და ზამთარშიც კი არ წაიღეს ჯიბეზე ხელი რომ სეზონი როგორმე გადაერჩინათ, აქ ჩვენ ვჯავრობთ და გიტყდება ეს ყველაფერი, თორემ ვინც მაყუტს იკეცავს იმას მაგრად კიდია


6

6 მარტი 2026 10:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 51

მე დღეს მოგების იმედი არ მაქვს რადგან გუნდს 9 ფეხბურთელი აკლია და ვეთამაშებით იმ გუნდს რომელთანაც ბერნაბეუზე 0-2 წავაგეთ


7

6 მარტი 2026 11:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 24

სადაც არბელოას დანიშვნაზე იფიქრეს რათქმაუნდა ჯერ რაულზე უნდა ეფიქრათ. არბელოაზე უკეთესი მანც იქნებოდა და დანარჩენი გამოჩნდებოდა რას იზამდა სეზონის ბოლომდე. იქნება და გაემართლებინა რაიცით. ეს იმის ძახილი რომ ვერაფერის იზამდა სისულელეა. ეგრე ზოდანიც გამოუცდელი იყო მაგრამ ხომ დადო შედეგი 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (155)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)