არბელოა:„ჩვენ კვლავ საჩემპიონო ბრძოლაში ვართ“

ალვარო არბელოამ „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ვიცით, რომ „ბალაიდოსზე“ მარტივი გასეირნება არ გველის, სწორედ ამიტომ, მაქსიმალური ყურადღებით და კონცენტრაციით ვითამაშებთ. „რეალს“ 3 ქულა სჭირდება და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.“

„მბაპე სათამაშოდ მზად არ არის. ფრანგ ფეხბურთელთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, ყოველდღიურად ველოდებით გაუმჯობესებულ დინამიკას და გვსურს, რომ ის მალე ვიხილოთ საქმეში.“

„რა მოხდება თუ წავაგებთ? ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მოვიგებთ.“

„მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის გასულ 2 ტურში ლიდერობა და 6 ქულა დავკარგეთ, ჩემი ოპტიმიზმი კვლავ ძალაშია. „რეალი“ იბრძოლებს, როგორც ლა ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.“

„ყველაფერი მომდევნო ტურებზე, ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებასა და გამოვლენაზე იქნება დამოკიდებული. ფეხბურთელებმა გაანალიზეს, რა ხდება მათ თავს, სწორედ ამიტომ, ნამდვილად მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.“

„მე მაქვს საკმარისი კომპეტენცია, სწორედ ამიტომ ავიღე პასუხისმგებლობა და ჩავიბარე მთავარი გუნდი. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს. ერთადერთი რაც მსურს, „რეალის“ წარმატებაა და ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ.“

„დანაკლისი საკმაოდ დიდია, უნდა ვეცადოთ, რომ არსებული რესურსი სრულფასოვნად იქნას გამოყენებული.“

„ბელინგემი და მბაპე კლუბის სამედიცინო შტაბთან სრულფასოვან კოორდინაციაში არიან. ჩვენ არ გვსურს გარისკვა, გუნდი გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.“

„ჰაუსენის შეცდომები? მე მჯერა მისი მომავლის. ესპანელი ძალიან დიდ შესაძლებლობებს ფლობს და ვიცი, რომ შეუძლია სუპერ ძალად ქცევა.“

„მასტანტუონოს ემოციები? ისიც ახალგაზრდაა, მე მქონდა საუბარი არგენტინელთან. ფრანკოს შესაძლებლობებს პატივს ვცემთ, ის ძალიან ნიჭიერი და მონდომებულია.“

„რაულ ასენსიოზე ახლა ვერ ვისაუბრებ. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ესპანელის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.“


1

5 მარტი 2026 14:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 880

არბე , არ იყავი შენ მზად ამხელა პასუხისმგელობის ასაღებად.

სეზონის ბოლოს დაგემშვიდობებით.

კლოპი გვჭირდება კლოოოპი


2

5 მარტი 2026 17:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 279

ამის ყველა პრესკონფერენცია არის ღადაობა. 

ტიპი რეალობას ვერ აღოქვამს. 

შერეკილებში როა იმას მაგონებს: ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ქალაქგარეთ, ტყეში :))))


3

5 მარტი 2026 18:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 190

რა საჩემპიონო ბრძოლაში ხარ? ცოტა გამოფხიზლდი... ჩემპ.ლიგა, ლა ლიგა... ტრამვების ფონზე + შენი ფილოსოფია, ორივე დაკარგული მგონია.

-----------------------
Hala Madrid! White heart!

4

5 მარტი 2026 22:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 680

არაფერს არ აფუჭებს პრეს კონფერენციებით. როგორც ანჩელოტი ლაპარაკობს ისე ლაპარაკობს ზუსტად. იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე, არ აბრალებს ფეხბურთელებს, და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. არ შეიძლება უბრალოდ იმის გამო და$მა რომ ცუდი ფეხბურთელი იყო



5

6 მარტი 2026 15:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 039

ეს ძაან ყ..ლე ა ხო? 


6

6 მარტი 2026 20:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 040

საწკალი.)))

მცუანა იყავი ფხბურთელობის დროს და მკუანა გახდი მენეჯერობისას.)))))


7

7 მარტი 2026 01:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 349

ეს და პერესი ერთად უნდა წავიდნენ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (155)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)