არბელოა:„ლა ლიგა არ დასრულებულა, სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა“
ალვარო არბელოამ „ხეტაფესთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან მძიმეა მარცხი, თანაც ბერნაბეუზე. არ ვიცი, რა მოგვივიდა, თუმცა ფაქტია, რომ მეტოქის კარის აღება ვერ შევძელით.“
„როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგრამ მეტი ძალისხმევა იყო საჭირო.“
„დარწმუნებული ვარ, გუნდის ფეხბურთელი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, თუმცა წინ უნდა ვიყუროთ.“
„ალაბას შეცვლა? პირველი ტაიმის შემდეგ მან მითხრა, რომ მატჩს სრულად ვერ ჩააატარებდა, სწორედ ამიტომ, მოედანზე დინ ჰაუსენი შევუშვი.“
„სტვენა ტიაგოს მიმართ? ვფიქრობ, ახალგაზრდა ამას არ იმსახურებდა, ის ძალიან ჭკვიანი და დიდი მომავლის მქონე ნახევარმცველია. მადრიდისტებს მომავალში პიტარჩის ბევრჯერ შეამკობენ ოვაციებით.“
„მასტანტუონოს შემთხვევაში არ ვიცი რა მოხდა. არ ვიცი, რა თქვა არგენტინელმა, მასთან საუბარი მექნება.“
„„ხეტაფემ“ ბოლომდე იბრძოლა და უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა. ბორდალასს უნდა მივულოცო.“
„წინ „სელტასთან“ მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჯერ კიდევ გვაქვს ჩემპიონობის შანსი.“
„4 ქულიანი სხვაობა აღმოფხვრადია, თუმცა ამისთვის ყველა მატჩის მოგება მოგვიწევს.“
- გუშინ, 12:15
- 912
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



