არბელოა:„თუ „სიტის“ დამარცხება გვსურს, ამის გაკეთება მოგვიწევს“
„ხეტაფესთან“ მატჩის წინ ალვარო არბელოამ პრესკონფერენცია გამართა.
„ლა ლიგაში ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. „ბარსელონამ“ საკუთარი შეხვედრა მოიგო, რაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, რომ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“
„გუნდი მოტივირებულია. საკმაოდ კარგად მოვემზადეთ და ვეცდებით, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.“
„მბაპეს სახით დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. გუნდმა შესაბამისი რესურსი უნდა აითვისოს და ყველა გამოწვევას უპასუხოს.“
„მე ვერ გეტყვით, როდის დაბრუნდება კილიანი. ფრანგი ინტენსიურ კურსს გაივლის. თავიდან ბოლომდე ექიმებზე ვართ დამოკიდებულები.“
„ვინისიუსი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მე მაქვს პრივილეგია, რომ ბრაზილიელი გავწვრთნა, რაც ძალიან მახარებს. მოსვლის დღიდან ვამბობ, რომ სამხრეთ-ამერიკელის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ის ყველგან და ყოველთვის საჭირო ფიგურაა.“
„როდრიგო დაბრუნდა, ტრავმა კი უკან დარჩა. ბრაზილიელს არაეთხელ დაუმტკიცებია, რომ ხშირად შეუძლია გადამწყვეტი როლის მქონმე მოთამაშის სტატუსი ატაროს. შეტევაში გოეშის დაბრუნება ჩვენს რესურსს ზრდის, ვეცდებით, გოეში საქმეში ეფექტურად ჩავრთოთ.“
„ყოველდღიურად ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებას მოწოდების სიმაღლეზე შევხვდეთ.“
„დიახ, გიდასტურებთ, რომ გვარდიოლას გუნდთან ბერნაბეუზე მბაპე არ გვეყოლება, განმეორებით შეხვედრაში კი მისი ყოფნის საკითხი ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის.“
„თუ გვარდიოლას დამარცხება გვსურს, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, ის ტაქტიკურ უჭკვიანესი სპეციალისტია.“
„ტიაგო პიტარჩი ძალიან დინამიური ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ბურთის ეფექტური ტარება, მოედნის ხედვა და სწორი პასის სწორ დროს გაკეთება. ესპანელ ფეხბურთელთან დაკავშირებით ბევრი შემიძლია ვისაუბრო და დარწმუნებული ვარ, მთავარ გუნდში ფეხს მოიკიდებს, მან უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზეც და ღრმად მწამს, რომ სასურველი შედეგების დაფიქსირება შეუძლია.“
- დღეს, 13:47
- 19
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



