როდრი თუ ვიტინია? ორივე!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის რგოლის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს.
როდრი თუ ვიტინია? ორივე! დიახ, ეს არის მესიჯი, რომელიც მადრიდულ ოფისებში ვრცელდება.
ხუნი კალაფატმა ფლორენტინო პერესს აუხსნა, რომ გუნდში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ნახევარდაცვის გაძლიერებას აქვს და მადრიდულმა გრანდმა ამაში დიდი ფინანსური რესურსი უნდა გაიღოს.
ვიტინიასა და როდრის გარდა სამეფო კლუბის რადარზე კიდევ რამდენიმე მოთამაშეა. ფაქტი კი ის არის, რომ „რეალი“ არა ერთი, არამედ ორი ნახევარმცველის დამატებას აპირებს, რაც შუა რგოლში კრეატივის პრობლემას მოხსნის.
„ას“-ის ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა მხოლოდ ნახევარმცველების ტრანსფერებზე 180-190 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავენ.
- გუშინ, 13:47
- 403
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




