„სიტის“ გამო „რეალის“ თამაში „სელტასთან“ 6 მარტს ჩაინიშნა
მანჩესტერ „სიტისთან“ 1/8 ფინალის პირველი დაპირისპირება 11 მარტს შედგება, სწორედ ამიტომ, ლა ლიგამ მომდევნო ტურის გრაფიკი შეცვალა.
მადრიდის „რეალი“ „სელტას“ წინააღმდეგ „ბალაიდოსზე“ პარასკევს, 6 მარტს ითამაშებს.
ამ ნაბიჯით, გუნდს „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ექნება.
7,8,9 და 10 მარტს გუნდი სრულფასოვნად აღიდგენს ენერგიას და ხოსეპ გვარდიოლას გუნდის მისაღებად მოემზადება.
- 28 თებერვალი 2026
- 2 013
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



