ანჩელოტი:„როდესაც წილისყრას ვუყურებ, ვიკითხე - „ისევ“?

კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის „რეალის“ და მანჩესტერ „სიტის“ შეხვედრას გამოეხმაურა.

„როდესაც წილისყრის შედეგები ვნახე, გავიფიქრე: „ისევ?“. „რეალისა“ და „სიტის“ დაპირისპირება უკვე ევროპული ფეხბურთის ახალ კლასიკად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა პროცესებს გარედან ვუყურებ, ზუსტად ვიცი, რა ხდება ამ დროს გასახდელში. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის ჭიდილი, რომელიც ფეხბურთელებისგან არა მხოლოდ ფიზიკურ მაქსიმუმს, არამედ წარმოუდგენელ ტაქტიკურ დისციპლინას მოითხოვს. ეს წყვილი ყოველთვის ზღვარზე გადის.“

„ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ გვარდიოლასთან თამაში 90 წუთიანი თავის ტკივილია. მოედანზე წამითაც ვერ მოდუნდები. ეს არის თამაში, სადაც ფიზიკური მომზადება გადამწყვეტია, რადგან „სიტი“ გაიძულებს ბევრი ირბინო ბურთის გარეშე. თუმცა, ტაქტიკურად „რეალმა“ უნდა იპოვოს ბალანსი, როგორ დაიცვას თავი ისე, რომ კონტრშეტევისთვის ძალა შეინარჩუნოს. ეს არის ტაქტიკური ბრძოლა, სადაც ფიზიკურ გამძლეობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.“

„წილისყრამ მაშინვე ის დაუვიწყარი ღამე გამახსენა, როდესაც პენალტების სერიამდე მივედით. მახსოვს, როგორ ნერვიულობდა ყველა, გარდა ანტონიო რუდიგერისა. მისი ცივსისხლიანობა იმ მომენტში გადამწყვეტი აღმოჩნდა. რუდიგერმა არამხოლოდ დაცვის ხაზში ითამაშა საოცრად, არამედ ბოლო პენალტიც გაიტანა, რომელმაც ყველაფერი დაასრულა. ასეთი მომენტები გუნდის „დნმ“-ში რჩება და ახლაც, 2026 წელს,  მოგონება „რეალის“ ფეხბურთელებს დამატებით თავდაჯერებულობას მისცემს. მახსოვს ნაპერწკალი, რომელიც ანტონიოს თვალებში იყო, ის საოცარ ტემპს ინარჩუნებდა.“

„დარწმუნებული ვარ, ინგლისელები დომინანტური ფეხბურთის ჩვენებას შეეცდებიან, რადგან პეპი ამის ოსტატია.“

„ჩემი რჩევა „რეალის“ მოთამაშეებისთვის მარტივი იქნებოდა - ნუ აყვებით პანიკას, როცა ბურთს ვერ ფლობთ. „სიტიმ“ შეიძლება გიბიძგოთ იმისკენ, რომ იფიქროთ, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ „რეალმა“ იცის, როგორ გადარჩეს რთულ სიტუაციებში. ისინი უნდა ენდონ საკუთარ ინსტინქტებს. ჩემპიონთა ლიგაზე „ბლანკოსი“ ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გუნდი, ეს არის მენტალური ძალა, რომლის გატეხვაც თითქმის შეუძლებელია.“

„ფედე ვალვერდეს როლი ამ მატჩში ისევ საკვანძო იქნება. ის არის ფეხბურთელი, რომელიც აკავშირებს დაცვასა და შეტევას. მისი ენერგია და უნარი, ამოავსოს თავისუფალი სივრცეები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „სიტის“ ნახევარდაცვის წინააღმდეგ. ვალვერდე არის ის ძალა,  რომლის გარეშეც „რეალს“ ასეთ ინტენსიურ ტემპში გაუჭირდება. ის მოედნის ყველა წერტილში უნდა იყოს, რათა მოწინააღმდეგეს იდეების განხორციელების საშუალება მისცეს.“

„რაც შეეხება შეტევას, ვინისიუსი და მბაპე მთავარი ძალაა. ვინი ყოველთვის პოულობს გზას „სიტის“ დაცვის გასარღვევად, მაგრამ კილიანის ფაქტორი წელს განსაკუთრებულია. მბაპემ სასწრაფოდ უნდა მიაღწიოს თავის საუკეთესო ფიზიკურ ფორმას ამ თამაშებისთვის. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ერთი ეპიზოდით შეცვალოს ყველაფერი. თუ კილიანი ფორმაში იქნება, „სიტის“ მცველებს ძალიან გაუჭირდებათ მისი შეჩერება, ის სწორედ ასეთი მატჩებისთვის დაიბადა.“

„გაიხსენეთ, რა დონის თამაშები ჩაატარა ფრანგმა შარშან, მაშინ გვარდიოლას გუნდის ვერცერთმა ფეხბურთელამ ვერ შეძლო კილიანის გაჩერება, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მანჩესტერული კლუბი ამ სეზონში ბევრად უფრო მწყობრი და კომფაქტურია, ვიდრე შარშან.“

„„რეალს“ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, სრული პოტენციალის გამოვლენა სჭირდება. თუ გუნდი ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც საჭიროა, 1/4 ფინალში გავა. მე კი ამით ვისიამოვნებ.“

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა „ბლანკოსის“ დამრიგებლის სკამზე აღარ ვზივარ, ამ თამაშს დიდი ინტერესით დაველოდები. ეს არის ფეხბურთის ზეიმი. მჯერა, რომ „რეალს“ ისევ აქვს შინაგანი ცეცხლი, რომელიც საჭიროა ასეთი მოწინააღმდეგეების დასამარცხებლად. ეს დაპირისპირება ისტორიაში შევა, როგორც კიდევ ერთი დიდი ბრძოლა ორ საუკეთესო კლუბს შორის. ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება უფრო ძლიერი ამჯერად.“


1

2 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 144

იმედია დღეს ვილიარეალი გაგვიკეთებს საჩუქარს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)