„ხეტაფესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ხეტაფესთან“ შეხვედრისთვის მზადება დაიწყეს.
ერთდღიანი პაუზის შემდეგ, გუნდი ბაზაზე შეიკრიბა და მზადება განაახლა.
ალვარო არბელოამ ვარჯიშზე რამდენიმე კანტერანოც გამოიძახა, ვინაიდან მთავარ კოლექტივში სერიოზული ტრავმიანობაა.
დატვირთვა ვერ მიიღო კილიან მბაპემ, მას კვლავ მუხლის ტკივილები აწუხებს
ჯუდ ბელინგემი, სებალიოსი, ჰაუსენი, მილიტაო და რაულ ასენსიო აღდგენით პროცესს აგრძელებენ.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ კონდიციებს, ბურთის ფლობას, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და სტანდარტებს.
- გუშინ, 22:30
- 42
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



