ბუტრაგენიო:„ისევ „სიტი“, ეს მართლაც რუტინად იქცა“
ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა და მანჩესტერ „სიტიზე“ ისაუბრა.
„ისევ მანჩესტერ „სიტი“. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, კვლავ ინგლისურ გუნდთან ვთამაშობთ. ბოლო წლების განმავლობაში „სიტი“ მუდმივად ჩვენი მეტოქეა. რა თქმა უნდა, მესმის ქომაგების პოზიცია, მათთვის მსგავსი სახის მატჩების ყურება ყოველთვის საინტერესოა, თუმცა მეორე მხარეს დგას უდიდესი რესურსი და ენერგია, რომელიც „სიტის“ წინააღმდეგ თამაშს სჭირდება.“
„დარწმუნებული არ, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების ხარისხი, გამოცდილება და შემართება გადამწყვეტი იქნება და ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით. სრულად ვაცნობიერებთ, რა დონის შეხვედრების ჩატარება მოგვიწევს.“
„რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და გვსურს, რომ მანჩესტერულ გრანდთან დაპირისპრებამდე ვითარება შეიცვალოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“
„არაერთი გამოწვევა მიგვიღია, „სიტიც“ ერთ-ერთი რთული ბარიერი იქნება, მაგრამ სრული რესურსი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში და 1/4 ფინალში გავიდეთ.“
„აუცილებელია, სანტიაგო ბერნაბეუზე შევქმნათ ის ატმოსფერო, რომელიც მადრიდის „რეალს“ გამარჯვებამდე მიიყვანს. პირველ მატჩს საშინაო არენაზე ვატარებთ და გამარჯვება გვმართებს, მეორე შეხვედრაში კი მკაფიო გეგმა გვჭირდება.“
„კრიტიკულ მომენტებში გაერთიანება გვმართებს. ჩვენი გუნდის ისტორია, ტრადიცია და „დნმ“ სწორედ ამას გვასწავლის. ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ და გვჯერა ჩვენი გუნდის წარმატების.“
- დღეს, 13:05
- 218
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



