კურტუა:„ჩემპიონთა ლიგა „რეალის“ ტურნირია“
ტიბო კურტუამ „ბენფიკას“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები გვქონდა, გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ჩემპიონთა ლიგა „რეალის“ ტურნირია. ვალდებებასიდან დაწყებული გზიდანვე ჩანდა, რომ მადრიდი ფეხბურთს ჰქონდა მოცული. ძალიან პოზიტიური ემოციები მივიღეთ.“
„დაცვაში გარკვეული ხარვეზები გვქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებას ექვემდებარება.“
„რაულ ასენსიოს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. დიდი იმედი მაქვს, მისი დაზიანება სერიოზული არ არის და მწვანე მინდორს მალე დაუბრუნდება.“
„ვინისიუსმა ფანტასტიკური სისწრაფე განავითარა და ეფექტური გოლის გატანა შეძლო. ბრაზილიელის აღნიშვნა? რა თქმა უნდა, მას უნდა ეცეკვა.“
„მომდევნო მეტოქე? „სიტისთან“ დაპირისპირება ქომაგებისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. არ გამოვრიცხავ, ისევ ეს დუეტი ვიხილოთ.“
„რაც შეეხება „სპორტინგს“. ამ გუნდმა ბევრი იბრძოლა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველას დაუმტკიცა, რა შეუძლია. ჩვენ ყველა შემთხვევაში მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.“
- დღეს, 13:29
- 26
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



