არბელოა:,,ისევ სიტი? ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვართ"
ალვარო არბელოამ „ბენფიკასთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„პრაგმატული ფეხბურთი ვითამაშეთ და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გოლი გავუშით, არ დავბნეულვართ და მალევე აღვადგინეთ წონასწორობა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო.“
„ვინისიუს ჟუნიორის როლი ამ შეხვედრაში პიკს აღწევდა. გუნდს არ ჰყავს მბაპე და სხვა ლიდერები, შესაბამისად, ვინის დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა.“
„მბაპეს მდგომარეობასთან დაკავშირებით ახლა ვერ ვისაურებ. ჯერ არ ვიცით, რა დონის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. მან ბოლო დღეებში ტკივილები იგრძნო, რაც რისკფაქტორს წარმოადგენს. არ ვიცი, როდის დაბრუნდება ფრანგი, შესაძლოა ეს მალე მოხდეს, შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. ამ შემთხვევაში მთავარი ზუსტი შეფასება იქნება.“
„კილიანის არყოფნა პრობლემაა. ჩვენ ასევე არ გვყავს მილიტაო, ბელინგემი და როდრიგო. გუნდის დანაკლისი საკმაოდ დიდია.“
„ჟოზე მოურინიოს გუნდს დიდი მოტივაცია ჰქონდა და გოლიც გაიტანა, მაგრამ ფეხბურთელებმა მაქსიმალური ფსიქოლოგიური მდგრადობა აჩვენეს და სასურვველი შედეგი დააფიქსირეს. პრობლემების მიუხედავად, დღეს ლიდერი „ბლანკოსი“ იყო.“
„ფედე ვალვერდეს მცირე დისკომფორტი აქვს, მაგრამ თვითონ მთხოვა, რომ ლისაბონური გუნდის წინააღმდეგ ეთამაშა. გარკვეულ მომენტში მისი დასვენება გარდაუვალი იქნება. ფედეს შრომა ნამდვილად დასაფასებელია, ის გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება და საუკეთესო ხარისხს აჩვენებს.“
„წილისყრა? თუ „სიტის“ შევხვდებით, ეს ჩვენთვის დამატებითი გამოწვევა იქნება. ხალხი უკვე შეეჩვია ამ ორი გუნდის ჯახს, ვინაიდან ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში გვარდიოლას გუნდთან გვიწევდა ჭიდილი. „სპორტინგი“? ამ ეტაპზე მარტივი მეტოქე არ არსებობს, თუმცა „სიტის“ მასშტაბი სრულიად განსხვავებულია.“
„ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრა არ მქონია.“
„მბაპეს დიაგნოზზე მეტს ვერაფერს გეტყვით. როგორც უკვე აღვნიშნე, ზუსტი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე არ ვიცი, როდის დაბრუნდება ფრანგი მოთამაშე მწვანე მინდორზე.“
„ფედეს განსხვავებული პოზიცია? პირველ ტაიმში ის სხვადასხვა წერტილში გადაადგილებოდა, თუმცა მასტანტუონოს მოედანზე შესვლის შემდეგ აღარაფერი შეგვიცვლია.“
„თუ ლისაბონში დაბრუნება მოგვიწევს, ამით ვისიამოვნებთ. ჩვენ პორტუგალიასთან ბრწყინვალე მოგონებები გვაკავშირებს, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ განმეორებითი დაპირისპირების გასვლაზე გამართვა ურთულესია.“
- დღეს, 12:57
- 149
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



