კურტუა:„თუ ამას გავაკეთებთ, „ბენფიკას“ აუცილებლად მოვუგებთ“
ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ უპირატესობით ვიწყებთ, მაგრამ თუ ჟოზე მოურინიოს გუნდი გოლის გატანას შეძლებს, ყველაფერი ნულიდან დაიწყება, სწორედ ამიტომ, პირველივე წუთებიდან უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქის ჩვენი ფეხბურთი შევთავაზოთ და გულშემატკივრები გავახაროთ. თუ პირველ ტაიმში გოლს გავიტანთ, დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ და „ბენფიკას“ აუცილებლად დავამარცხებთ. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, რადგან სასწორზე ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდი დევს.“
„რასიზმის ფაქტები ფეხბურთში ბევრჯერ მომხდარა და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მსგავს ფაქტს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ვინისიუსს ყველა მხარს ვუჭერთ.“
„როდესაც გოლი გაგაქვს, ეიფორია ორმაგი ან სამმაგია. მე მესმის ჟოზე მოურინიოს განცხადებების, მან საკუთარი გუნდის ფეხბურთელი დაიცვა, მაგრამ არაფერშუაში იყო ვინისიუსის აღნიშვნა. მან ეფექტურად გაიტანა და ემოციურად აღნიშნა.“
„რუი კოშტას განცხადებები? აქაც საკუთარი გუნდის ინტერესის დაცვამდე მივდივართ.“
„ვალვერდეს მიმართ არსებული კრიტიკა სრულიად უადგილოა. ურუგვაელი სათამაშო ეპიზოდში იყო, რასაც არანაირი საერთოდ არ აქვს რასიზმის ფაქტებთან.“
„პრესტიანის დისკვალიფიკაცია? არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ის. ბოლო ცნობებს არ გავცნობივარ. თუ მოთამაშე ბერნაბეუზე გამოვა, მისალმების საკითხი ნამდვილად გახდება აქტუალური. არ ვიცი, როგორ მოვიქცევით.“
„ის, რაც „ბენფიკას“ ტრიბუნებზე ხდებოდა, სამაგალითო არ არის და ეს პორტუგალიელებმაც კარგად იციან.“
„პამპლონაში დანიშნული პენალტი? ვფიქრობ, ის ეპიზოდი დამატებით გარჩევას საჭიროებდა. მე მქონდა შეხება მოწინააღდეგესთან, თუმცა ეს იყო უმნიშვნელო და მივიჩნევ, რომ მთავარი ძალის მატარებებელი იქ, „ოსასუნას“ ფორვარდი იყო. ახლა ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. ჩვენ „ელ სადარზე“ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა დავკარგეთ.“
„უნდა აიკრძალოს თუ არა სახეზე მაისურის აფარება? ვერ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იქნება. შესაძლოა შენ თანაგუნდელისთვის რაღაცის თქმა გინდოდეს, რაც საჯაროდ არ უნდა გაჟღერდეს. მსგავსი გადაწყვეტილებები მკაცრი პროტოკოლის გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.“
„გუნდმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. წინ სეზონის გადამწყვეტი მომენტი მოდის, რომელსაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა შევხვდეთ, სხვა შემთხვევაში ამხელა კონკურენციის დაძლევა ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნება.“
- დღეს, 11:57
- 117
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



