პერესის დახმარებით ინდოეთში სკოლა იხსნება
სამეფო კლუბის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, "რეალის" ხელმძღვანელობა ინდოეთში, კერძოდ კალკოტაში სკოლას გახსნის და ინდოელ მოზარდებს საფეხბურთო განათლების საშუალებას მისცემს.
ხსენებულ სკოლაში, 450 მოსწავლე ჩაირიცხება, აქედან 185 გოგო იქნება დანარჩენები კი ბიჭები იქნებიან. ფონდის დირექტორმა ხულიო გონსალეს როკომ და განათლების მინისტრმა ხოსე მურიანა ხიმენესმა უკვე ყველა გეგმა შეიმუშავეს, სამეფო კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგნელები ამ სკოლის გახსნას მთლიანად უზრუნველჰყობენ.
სამეფო კლუბს აქამდე ინდოეთში არანაირი ქველმოქმედება არ ჰქონდა გაწეული, ახლა კი პერესმა და კომპანიამ ამ მხარეშიც დაიწყო სერიოზული საქმის კეთება.
- 8 ოქტომბერი 2010
- 1 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.