დელ ბოსკე ფსონს გრანეროზე აკეთებს
თუ ფაბრეგასმა ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება,ესტებან გრანეროს ნაკრებში უხმობენ.
წინასასეზონო ეტაპზე კარგმა თამაშმა და მანუელ პელეგრინის ნდობის მოპოვებამ,ესტებან გრანეროს შეიძლება მოუპოვოს ადგილი ესპანეთის ნაკრებში.ვისენტე დელ ბოსკე "პირატის" ნაკრებში გამოძახებას აპირებს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცს არ გამოპარვია გრანეროს კარგი თამაში მოსამზადებელ ეტაპზე.ესტებანმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და ამაზე მისი გოლიც მოწმობს,რომელიც მან "დორტმუნდს" გაუტანა კაკას შესანიშნავი პასის შემდეგ.
დელ ბოსკე მომავალ ხუთშაბათს გამოაქვეყნებს ნაკრების განაცხადს.ესპანეთის ნაკრები 5 სექტემბერს ლა კორუნიაში შეხვდება ბელგიის ნაკრებს,ხოლო 9 სექტემბერს ესტონელებს.ამ მატჩებში ალბათ მონაწილეობას მიიღებს მადრიდელთა აღზრდილი გრანერო,რადგან ფაქტიურად სესკ ფაბრეგასი ტრავმის გამო დააკლდება ნაკრებს.ანდრეს ინიესტას თამაშიც ეჭვქვეშაა.ასე,რომ "ფურია როხას" ნახევარდაცვაში პრობლემები შეექმნება.ესტებანის კანდიდატურა კი დიდებული არჩევანი იქნება.
მხოლოდ ფაბრეგასის სასწაულებრივ გამოჯანმრთელებას შეუძლია ხელი შეუშალოს გრანეროს ნაკრებში დებიუტს.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 24 აგვისტო 2009
- 1 826
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.