რა ფუნქციები აქვს თანამედროვე სმარტ საათს

თანამედროვე სმარტ საათები დროის ჩვენებასთან ერთად ბევრ სხვა ფუნქციას ითავსებენ. მათი დახმარებით, სწრაფად და მარტივად შესაძლებელია, კომუნიკაცია, ჯანმრთელობის მონიტორინგი, ვარჯიში. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბოლო პერიოდში სმარტ საათები  სულ უფრო პოპულარული ხდება.

ცხადია, სხვადასხვა ბრენდი მომხმარებელს განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა ქვევით ჩამოთვლილია ყველა ის ძირითადი ფუნქცია, რომლებსაც, წოგორც წესი, ყველა თანამედროვე სმარტ საათი ითავსებს.

სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი სმარტ საათის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფუნქცია სასიცოცხლ მაჩვენებლების კონტროლია. თანამედროვე მოწყობილობების დახმარებით, დღის განმავლობაში გავლილი ნაბიჯების დათვლა, გულისცემის სიხშირის შემოწმება, ძილის ფაზებსა და ენერგიი სდონეზე დაკვირვება შეიძლება. სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი სმარტ საათის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფუნქცია სასიცოცხლ მაჩვენებლების კონტროლია. თანამედროვე მოწყობილობების დახმარებით, დღის განმავლობაში გავლილი ნაბიჯების დათვლა, გულისცემის სიხშირის შემოწმება, ძილის ფაზებსა და ენერგიის დონეზე დაკვირვება შეიძლება. 

ზოგიერთი უახლესი მოდელი სისხლში ჟანგბადის რაოდენობასაც კი გვიჩვენებს და სტრესის დონის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ამ მონაცემების საფუძველზე უკეთ აღვიქვამთ საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას და ამ ინფორმაციას ვარჯიშის დროსაც ვითვალისწინებთ. სმარტ საათებს სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი სპეციალური რეჟიმიაქვთ. იმის მიხედვით, რა ტიპის ფიზიკური აქტივობით ხარ დაკავებული, სმარტ საათი ვარჯიშთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს იძლევა.

ზარები და შეტყობინებები

სმარტ საათის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსი კომუნიკაციის გამარტივებაა. მისი დახმარებით, შეგიძლია, ზარებსა და შეტყობინებებს უპასუხო. ტელეფონის ამოღება საჭირო არაა. ამ ყველაფერს შენს მაჯაზე არსებული მოწყობილობით სწრაფად და მარტივად ახერხებ. ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია ვარჯიშისას, ავტომობილის მართვის დროს, შეხვედრებზე, როცა მობილურთან წვდომა შეზღუდული გაქვს. სმარტ საათი ასევე გიგზავნის შეხსენების შეტყობინებებს, ე.წ. Reminder-ებს, რათა დღის განმავლობაში შესასრულებელი გეგმები არ დაგავიწყდეს.

ნავიგაცია და GPS შესაძლებლობები

GPS-მოდულით აღჭურვილი სმარტ საათები ძალიან პრაქტიკულია. ისინი ზუსტად აფიქსირებენ მარშრუტს, ითვლიან გარბენს, სიჩქარესა და სიმაღლის ცვალებადობას. ეს ფუნქცია  განსაკუთრებით ადგებათ მათ, ვინც დარბის, თუმცა არანაკლებ სასარგებლოა უცხო ქუჩებში ნავიგაციისას. 

ზოგიერთ მოდელს შეუძლია რუკების ჩვენებაც. მუსიკა, ახალი ამბები დაგართობის საშუალებები თანამედროვე სმარტ საათები არამხოლოდ ინფორმაციის წყაროა, არამედ გართობისაც. ბევრი მათგანი საშუალებას გაძლევთ, მუსიკას სმარტფონის გარეშე მოუსმინოთ. ასევე ხელმისაწვდომია პოდკასტების და აუდიობუქების მოსმენაც. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია ვარჯიშისას, სარბენიბილიკზე ყოფნის დროს.

ციფრული საფულე

სმარტ საათის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფუნქცია დისტანციურად გადახდის ალტერნატივაა. NFC ტექნოლოგიის მეშვეობით მომხმარებელს მაღაზიაში ან კაფეში  ანგარიშსწორება საათის შეხებით შეუძლია. ეს დროის დაზოგვაშიც გვეხმარება და კომფორტულია. აღარ გვიწევს ბარათებისა და ნაღდი ფულის თან ტარება.

უსაფრთხოება

თანამედროვე სმარტსაათები აღჭურვილია უსაფრთხოების ფუნქციებითაც: მაგალითად, SOS ზარი, ლოკაციის გაზიარება. ეს ანსაკუთრებით გამოსადეგია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის ან ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის. რთულ სიტუაციებში  მოწყობილობა ავტომატურად უკავშირდება მითითებულკონტაქტებს ან საგანგებო სამსახურებს.

შეჯამება

სმარტ საათი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული, კომფორტული და მრავალფუნქციური აქსესუარია. ის გვიმარტივებს ყოველდღიურობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვაში გვეხმარება და კომუნიკაციის წყაროც არის. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვს, გირჩევთ, რაც შეიძლება მალე შეარჩიო შენთვის სასურველი მოდელი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (263)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)