„ბენფიკასთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს.
გუნდმა „ბენფიკასთვის“ მზადება დაიწყო. ალვარო არბელოა ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებამდე სამ სესიას მოასწრებს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ვარჯიშზე სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო როდრიგო გოეშმა, რომელიც სათამაშოდ მზად არის. გუნდთან ერთად ასევე ივარჯიშა ანტონიო რუდიგერმა.
კოლექტივს გამოაკლდა დანი სებალიოსი, მას კუნთის ტრავმა აქვს.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და ტაქტიკურ მონახაზებს.
არბელოას გადაწყვეტილებით, ვარჯიშს 6 კანტერანო დაესწრო.
- გუშინ, 21:00
- 25
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



