არბელოა:„ფლანგებიდან მეტი ეფექტურობა გვმართებს“
ალვარო არბელოამ „ოსასუნასთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. 3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ვერაფერს შევცვლით. წინ კიდევ ბევრი ტურია დარჩენილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩემპიონობისთვის. გუნდი მოტივირებულია.“
„რატომ შევცვალე ვალვერდე? იმიტომ, რომ არსებობდა ტრავმის რისკი. სხვა შემთხვევაში, ურუგვაელი სკამზე არ დაჯდებოდა, რადგან ძალიან კარგად ასპარეზობდა.“
„„ოსასუნამ“ საკუთარი თამაში ითამაშა, ჩვენ კი ყველაფერი ისე ვერ წავიყვანეთ, როგორც გვსურდა.“
„საკამათო ეპიზოდებზე საუბარს აზრი არ აქვს. ჯამში ვერ ვიდექით მოწოდების სიმარლეზე და დავისაჯეთ კიდეც.“
„რყევები გუნდში? რა თქმა უნდა, არანაირი რყევა არ არსებობს. ფეხბურთელებს აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა და ერთიანობა. გასახდელში მოტივაცია პიკს აღწევს. ჩვენ ვიცით, რომ დიდი მიზნები გვამოძრავებს და ბევრი კომპონენტის გაუმჯობესება გვმართებს.“
„ფლანგებიდან მეტი ეფექტურობა აუცილებელია. „რეალის“ ხელწერა ყოველთვის იყო კარგი ფლანგური შეტევები.“
„როგორც ჩანს, 100%-ით მზად არ ვიყავით. ამ დროს უკვე ყველას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა. ჩვენ კარგად გავაანალიზებთ ამ შეხვედრას და ჩემპიონთა ლიგის განმეორებით დაპირისპირებაზე გადავერთვებით.“
„მბაპეს მდგომარეობა? მას წინა კვირაში დასვენების საშუალება მივეცი და მოედანზე გონსალო გავიყვანე. ახლა ფრანგს ფიზიკური კონდიციების კუთხით არანაირი პრობლემა არ აქვს.“
„ჩემი მოთამაშეების მჯერა და დიდი რწმენა მაქვს. ეს მარცხი გუნდს ვერ გატეხავს. ახლა მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გველის, სადაც დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.“
- დღეს, 13:16
- 67
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



