არბელოა:„მოურინიოს არ ვეთანხმები, ის არასწორად საუბრობს“
ალვარო არბელოამ „ოსასუნასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ ვიცით, რამდენად რთული დაპირისპირება გველის. „ოსასუნა“ ცხრილის შუაშია, ეს გუნდი საშინაო არენაზე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას და ბოლომდე იხარჯება, თუმცა მეორე მხარეს ვართ ჩვენ და სასწორზე პირველი ადგილი დევს. 3 ქულის მოპოვებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვეცდებით, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.“
„ვინისიუსი რა თქმა უნდა, ძალიან დამწუხრებული იყო იმ ფაქტებით, რომელიც „ბენფიკას“ წინააღმდეგ მატჩში დაფიქსირდა. ჩვენ მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.“
„რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. არცერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.“
„მბაპე ყოველდღიურად უკეთესია. ფრანგი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის და არანაირი პრობლემა არ აქვს.“
„როგორც გითხარით, ლისაბონში გადაწყვეტილების მიღება ვინისიუსს მივანდეთ. ბრაზილიელმა თქვა, რომ მოედანი არ უნდა დაგვეტოვებინა, სწორედ ამიტომ, თამაში გავაგრძელეთ.“
„„უეფას“ ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, ვინაიდან ეს სამაგალითო ქმედება იქნება.“
„გამიკვირდა ჟოზე მოურინიოს სიტყვები. საერთოდ ვერ ვხდები, რა გააკეთა ვინისიუსმა ისეთი, რასაც სხვა არ აკეთებს. ბრაზილიელმა ლამაზი გოლი გაიტანა და ეფექტურად აღნიშნა. მსგავს სტილში არაერთ ფეხბურთელს აღუნიშნავს გატანილი გოლი, მაგრამ მსგავსი აგრესიის მსხვერპლი არ გამხდარა.“
„ტრენტი კარგ ფორმაში შედის, მისი კომუნიკაცია არდა გიულერთან და ფედე ვალვერდესთან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე, ინგლისელ ფეხბურთელს მნიშვნელოვანი როლი ექნება.“
„ჯუდ ბელინგემს რეაბილიტაციის კურსის გავლა უწევს, ის ჯერ არ იქნება ხელმისაწვდომი. როგორც კი, ბელინგემი დაბრუნდება, გუნდის რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ის ძალიან მაღალ სათამაშო კლასს ფლობს.“
- დღეს, 12:02
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



