მარსელოს შვილი - „რეალის“ აკადემიის კაშკაშა ვარსკვლავი

ენცო ალვეს ვიეირა  დღეს მადრიდის „რეალის“ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და ამავდროულად ატიპური ვარსკვლავია. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მარცხენა ფლანგის ვირტუოზი იყო, ენცომ სრულიად განსხვავებული ამპლუა აირჩია. ის კლასიკური, „გაწვრთნილი“ 9 ნომერია. მისი თამაში აგებულია არა ფლანგურ რეიდებზე, არამედ საჯარიმოში დომინირებაზე,  რაც მას თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდად აქცევს.

მარსელოს შვილის ფიზიკური მონაცემები ასაკთან შედარებით ფენომენალურია. ენცო გამოირჩევა სიმაღლით, სიმძლავრით და ორთაბრძოლებში დაუჯერებელი მდგრადობით. ის იდეალურად იყენებს სხეულს ბურთის დასაფარად, რაც საშუალებას აძლევს გუნდს, შეტევის ფაზაში ამოისუნთქოს და ნახევარმცველებს წინ წაწევის საშუალება მისცეს. ეს ფიზიკური უპირატესობა, შერწყმული ტექნიკურ ბაზასთან, ენცოს ნებისმიერი ტაქტიკური მონახაზისთვის უნივერსალურ „იარაღად“ აქცევს.

ალვესის თამაშში სამი-ოთხი ძირითადი თვისება იკვეთება - პოზიციური ალღო, თამაში მეორე სართულზე, ერთი შეხებით დასრულება და თამაშის კითხვა. ის ყოველთვის იქ არის, სადაც ბურთი ვარდება, რაც ფორვარდისთვის თანდაყოლილი ნიჭია. ამას ემატება მისი უნარი, იყოს ეფექტური როგორც კონტრშეტევებზე, ისე პოზიციური შეტევისას, როცა მეტოქე „ავტობუსს" აყენებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ემოციური ინტელექტი და სიმშვიდე. მოედანზე ენცო არასდროს ვარდება პანიკაში, მაშინაც კი, როდესაც გუნდი აგებს ან გადამწყვეტი მომენტია. ეს  სიმშვიდე  ეხმარება პენალტების შესრულებისას და ურთულეს მომენტებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ის არ არის ემოციური აფეთქებების მოთამაშე, ის არის მეთოდური შემსრულებელი, რომელიც თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებს.

მარსელოს ავტორიტეტი ენცოსთვის არა ტვირთი, არამედ მძლავრი კატალიზატორია. მამის ჩრდილში ყოფნის ნაცვლად, მან მოახერხა საკუთარი იდენტობის შექმნა. მარსელო მუდმივად ესწრება მის მატჩებს, თუმცა ენცო მოედანზე სრულიად დამოუკიდებელი ფიგურაა, რომელიც პატივს სცემს გვარს, მაგრამ წერს საკუთარ ისტორიას სამეფო კლუბის ფორმით.

საინტერესოა მისი კავშირი მამის ლეგენდარულ მეგობრებთან. ენცო ხშირ კომუნიკაციაშია რობერტო კარლოსთან, რონალდო ნაზარიოსთან და სხვა ბრაზილიელ ვარსკვლავებთან. მათგან მიღებული რჩევები, განსაკუთრებით ფენომენოსგან მიღებული ფორვარდის საიდუმლოებები, ენცოს მოტივაციას მატებს.  ავტორიტეტები მას მეტი ვარჯიშისკენ უბიძგებენ, რადგან მან იცის, რა შრომა დგას იმ ტიტულების უკან, რომლებიც ამ ადამიანებმა მოიპოვეს.

ენცოს პროგრესი ასაკობრივ გუნდებში ფანტასტიკურია. ვინც ახალგაზრდული გუნდების მატჩებს თვალს ადევნებს, ყველას ახსოვს მისი „პერფორმანსები“ „ინფანტილ A“-სა და „კადეტებში“, სადაც მან არაერთი ჰეთ-თრიკი მიითვალა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მატჩები მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ და საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც მან სამ-სამი გოლით აიძულა სკაუტები, მისი სახელი წითელი მარკერით მოენიშნათ.

ესპანეთის ნაკრებისთვის ენცო ნამდვილი საჩუქარია. მიუხედავად ბრაზილიური ფესვებისა, მან ესპანეთის ახალგაზრდულ გუნდებში თამაში არჩია და უკვე გახდა „ფურია როხას“ მომავლის მთავარი იმედი. მისი სტილი იდეალურად ერგება ესპანურ სათამაშო ფილოსოფიას, სადაც ინტელექტუალური ფორვარდები ყოველთვის დეფიციტში იყო.

პროგნოზების თანახმად, ენცო ალვესი „რეალის“ პირველ გუნდში 2-3 წლის პერსპექტივაში შეიძლება ვიხილოთ. მისი ფიზიკური განვითარების ტემპი და სათამაშო სიმწიფე იმაზე მიუთითებს, რომ  მალე გადააჭარბებს ასაკობრივ დონეებს. თუ ის ასეთივე ტემპით გააგრძელებს, 18-19 წლის ასაკში ის უკვე იქნება მზად ბერნაბეუზე სადებიუტო მატჩისთვის. მისი ტაქტიკური მოქნილობა საშუალებას აძლევს მწვრთნელებს, გამოიყენონ ის, როგორც ცალკე მდგარი ფორვარდი, ასევე დუეტში სხვა თავდამსხმელთან. ის არ არის ეგოისტი მოთამაშე,  ენცოს შეუძლია იყოს ასისტენტიც, რაც თანამედროვე ფეხბურთში „ცხრიანისთვის“ აუცილებელი კომპონენტია. მისი გადაცემები და სივრცეების გახსნა გუნდურ თამაშს ახალ განზომილებას სძენს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (230)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)