დელ ბოსკე:„ეს ყველაფერი „რეალს“ საშინელ შედეგებამდე მიიყვანს“
ლეგენდარულმა ვისენტე დელ ბოსკემ მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო.
„მე არ ვიცი, რა მიდგომა აქვს ფლორენტინო პერესს, ან კლუბის გენერალურ დირექტორს, თუმცა როგორც მადრიდისტას, რა თქმა უნდა, მსურს, რომ ყველა პროექტი წარმატებული იყოს.“
„რასაც გუნდში ვხედავ არაჯანსაღია. ასევე არაჯანსაღია მიდგომა და აზრები, რომელსაც ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტები ავრცელებენ და მიიჩნევენ, რომ „რეალის“ დონის გუნდში მთავარი თავისუფლებაა და არა ტაქტიკური განსწავლულობა.“
„დღემდე არ მესმის, რატომ გაუშვა გუნდმა ჩაბი ალონსო, მე მას თანამედროვების ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ, რომელსაც არნახული პერსპექტივა აქვს.“
„თუ გუნდში მხოლოდ თავისუფლება იქნება მთავარი წერტილი, ყველაფერი საშინელი შედეგებისკენ წავა. გასახდელში იდილია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან ტაქტიკური განსწავლულობა უნდა მოყვეს.“
„დღეს „ბლანკოსში“ აღარ თამაშობენ ისკოს, კოვაჩიჩის, კროოსის, მოდრიჩის და მარსელოს სტილის ფეხბურთელები. დღეს შემადგენლობა სხვაგვარია და ამ მოთამაშეებს მეტი ტაქტიკური ასპექტის დახვეწა სჭირდებათ.“
- დღეს, 11:06
- 936
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




