არბელოა:„მზად ვიყავით, თამაში შეგვეწყვიტა“

ალვარო არბელოამ „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ჰკითხეთ „ბენფიკას“ ფეხბურთელს რა უთხრა ვინისიუს ჟუნიორს, თანაც არაერთხელ. მსგავსი ქმედებების მიმართ ნულოვანი ტელერანტობა არის ვალდებულება და არა უფლება.“

„არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მსგავსი რამ საფეხბურთო მოედნებზე 2026 წელს უნდა ხდებოდეს. არასდროს შემეპარება ეჭვი ვინის სიტყვებში, ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო და ტყუილად ნამდვილად ვერ გაღიზიანდებოდა.“

„გუნდი ერთიანია. ჩვენ ვკითხეთ ვინის, გააგრძელებდა თუ არა თამაშს. სხვა შემთხვევაში მოედანს დავტოვებდით.“

„ფანტასტიკურ გოლს მოჰყვა ზეიმი, იქ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ბრაზილიელს ძალიან გაეხარდა მეტოქის კარის აღება და სრულიად ნორმალურია, რომ აღნიშნა.“

„ეს თამაში კარგად გავაანალიზე და მივხვდი, რომ 3 კვირის წინანდელ გუნდთან შედარებით, კოლექტივს დიდი პროგრესი ჰქონდა ნაჩვენები. მიხარია, რომ როგორც ფიზიკურ, ასევე ტაქტიკურ დონეზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დავტოვეთ. გუნდს უხარია, როდესაც წინ მიიწევს. ნახევარი საქმე გაკეთდა, ახლა კი ყველაფერი ბერნაბეუზე უნდა გადაწყდეს.“

„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ არდა გიულერი გუნდში მყავს. თურქის კრეატივი და პასის შესანიშნავი უნარი, წინახაზელს მეტ შესაძლებლობას აძლევს. არდა კიდევ მოუმატებს, მას დიდი პერსპექტივა აქვს და მივიჩნევ, რომ სულ მალე ტოპ ვარსკვლავის სტატუსი ექნება.“

„მომდევნო კვირის მატჩისთვის კარგად მოვემზადებით. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ვიცით, რომ მოურინიოს დონის მწვრთნელთან დაპირისპირება მარტივი არ არის.“

  • Madridista
  • 18 თებერვალი 2026
  • 1 778
  • 2

1

18 თებერვალი 2026 23:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9

პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო Halamadrid.ge-ს ადმინისტრაციას. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში, დაუღალავი შრომით, ჩვენს მშობლიურ ენაზე გვაწვდით ყველა სიახლეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბის შესახებ. ეს საიტი ჩვენთვის მხოლოდ საინფორმაციო პლატფორმა არ არის, ეს არის სახლი, სადაც ყველა მადრიდისტა ერთიანდება. მადლობა, რომ გვაძლევთ საშუალებას, ვიყოთ ამ დიდი ოჯახის ნაწილი.

ჩემო მადრიდისტებო, ჩვენი კლუბის ისტორია გვასწავლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და "რეალი" არასდროს ნებდება. ჩვენ ერთად გამოვიარეთ უდიდესი გამარჯვებებიც და მწარე მარცხიც, მაგრამ სწორედ ეს ერთიანობა გვხდის განსაკუთრებულს. თეთრი მაისური მხოლოდ სამოსი არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა, ღირსება და დაუმარცხებელი სული.

მინდა, რომ ყოველთვის ასეთივე შემართებით, ერთმანეთის გვერდში დგომითა და სიყვარულით ვგულშემატკივრობდეთ ჩვენს გუნდს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება მოედანზე – ჩვენი ლოიალობა ურყევია. გაუმარჯოს მადრიდის "რეალს" და გაუმარჯოს იმ დიდებულ ქართულ სამყაროს, რომელიც აქ, ამ საიტზე შევქმენით!

Hala Madrid y Nada Mas! ❤️



2

20 თებერვალი 2026 00:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 132

ალვარო ალბელოა ისტორიაში შევე როგორც ვინისიუსის მონა

პირველი მე ვიქნები ვინც დაეთანხმება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (141)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)