ჩუამენი:„ვგმობ ყველაფერს, რაც „და ლუჟზე“ მოხდა“

ორელიან ჩუამენიმ „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ვიცოდით, რომ პირველი15 წუთი რთული იქნებოდა და „ბენფიკას“ ფეხბურთელების მუხტი პიკს მიაღწევდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შევცვალეთ და გუნდი დალაგდა. ვფიქრობ, 1 გოლზე გაცილებით მეტის გატანა შეგვეძლო და ჩვენ ძალიან ეფექტური ფეხბურთი ვითამაშეთ.“

„თუ დუელებში ასეთი წარმატებით შევალთ, თუ კომბინაციები ასეთი გააზრებული იქნება, გუნდი აუცილებლად დადებს სასურველ შედეგებს.“

„ვინისიუსის და მბაპეს ბურთის მიღების დროს არენაზე გამაყრუებელი სტვენა ისმოდა, მაგრამ ეს მათ აძლიერებდათ, ორივე მოთამაშე მისაბაძი და სამაგალითოა.“

„ვინი წყობიდან გამოიყვანეს, მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა მაისური აიწია და ბრაზილიელს რასისტული სიტყვებით მიმართა. ვგმობ ასეთ საქციელს, თუმცა ვამაყობ, რომ ვინისიუსი ჩემი თანაგუნდელია. მან თქვა, რომ უბრალოდ გაგვეგრძელებინა თამაში.“

„საპასუხო მატჩი ბერნაბეუზე გვაქვს ჩასატარებელი. დარწმუნებული ვარ, მადრიდშიც დიდი ბრძოლა გველის.“


1

18 თებერვალი 2026 15:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 348

რისი ბრძოლის ერი ადგილი აქვს ბენფიკას თუ ძმა ხარ სახლში ბურთი ვერ ამოქონდათ ცენტრამდე ზუსტად მაგ ბურთს დაახევენ თავზე მოურინიოს და პრესტიანებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (126)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)