ვალვერდე:„ვინისიუსს მთელი გუნდი მხარს უჭერს“

ფედე ვალვერდემ „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ის, რაც მოედანზე მოხდა სამარცხვინო იყო. არ მესმის, რატომ იმართლებს „ბენფიკას“ ფეხბურთელი თავს. თუ მას დასამალი არაფერი ჰქონდა, პირზე მაისურს არ აიფარებდა, მგონი ლოგიკურია, რასაც ვამბობ.“

„ჩვენ მივედით ვინისიუსთან და ვუთხარით, რომ თუ თამაშის გაგრძელება არ სურდა, გუნდი მხარს დაუჭერდა.“

„ასეთ საქციელებზე რეაგირება უმკაცრესი უნდა იყოს, ყოველწლიურად უფროდაუფრო დიდი სირცხვილია, რომ რასიზმზე საუბარი გვიწევს, ეს ხომ კატასტროფაა.“

„რაც შეეხება თამაშს. ვფიქრობ, გუნდმა მობილური, სწრაფი და კომფაქტური ფეხბურთი ითამაშა. ნახევარდაცვა ძალიან კრეატიული იყო და შემტევებს სივრცეებს უხსნიდა. ვინისიუსმა და მბაპემ ბევრი იმოძრავეს და დაცვასაც ეხმარებოდნენ. გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.“

„წინ კიდევ ერთი რაუნდი გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა დავასრულოთ გამარჯვებით.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (203)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)