აზარი:„„რეალის“ თამაშებს ხშირად ვესწრები, გუნდს დიდი პროგრესი აქვს“
ედენ აზარმა მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემების მიუხედავად, სამეფო კლუბს აშკარა პროგრესი აქვს და თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
„ხშირად ვესწრები სამეფო კლუბის თამაშებს. „რეალი“ ჩემს გულშია და ყოველთვის ვცდილობ, თვალი მივადევნო მოვლენებს.“
„საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, არ ვიცი რა პროფესია მაქვს. ალბათ უფრო მძღოლი ვარ. მოგეხსენებათ, ბევრი შვილი მყავს, მათ კი უამრავი საჭიროება აქვთ.“
„მადრიდში ცხოვრება კომფორტია. ასევე კომფორტია შესაძლებლობა იმისა, რომ მივიდე სანტიაგო ბერნაბეუზე და ჩემი კლუბის მატჩებს დავესწრო.“
„თამაშის ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია. ეჭვი არ მეპარება, რომ გუნდი კიდევ მოუმატებს და სეზონის გადამწყვეტ ეტაპს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდება.“
„მბაპეს პროგრესი არავის გაკვირვებია, ის ტოპ კლასის მოთამაშეა და ქომაგებს უამრავი გატანილი გოლით ანებივრებს.“
„ჩემპიონთა ლიგა? ჩემი აზრით, „ბლანკოსი“ „ბენფიკას“ ბარიერს მარტივად გაივლის. ის, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი მოიგო, ვერ შეცვლის სამეფო კლუბის ფავორიტის სტატუსს.“
- დღეს, 11:23
- 59
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




