კაკა სან პაულოში?
სან პაულოს პრეზიდენტმა, კარლოს აუგუსტომ განაცხადა, რომ მისი გუნდი მადრიდის რეალის ნახევარმცველის, რიკარდო კაკას შეძენას შეეცდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი 2003 წლამდე სან პაულოში თამაშობდა.
”ამ ეტაპზე რეალისთვის რიკარდო კაკას ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება არ გაგვიკეთებია, მაგრამ ეს შესაძოა მოხდეს. თუ რიკი სან პაულოში დაბრუნდება, მაშინ ყველა ფანი უბედნიერესი იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ კაკას ბრაზილიაში დაბრუნება ადვილი არ იქნება. შეთანხმება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თავად მას სურს აქ დაბრუნება.”
სამეფო კლუბის თავკაცი, ჟოზე მოურინიო 28 წლის ფეხბურთელის გუნდში დატოვებას არ აპირებს და მზად არის ის სხვა გუნდში გაუშვას.
ინფორმაციის წყარო:real-fan.ru
- 8 ოქტომბერი 2010
- 1 584
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.