კამავინგა:„თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ, რა შემიძლია“

ედუარდო კამავინგამ „ბენფიკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ „ბენფიკას“ დასამარცხებლად გუნდური სულისკვეთებაა საჭირო. ყველაფერს ვიღონებთ „და ლუჟზე“ წარმატების მისაღწევად.“

„გუნდს აკლია კრეატიული ნახევარმცველები? მე ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება სწორი არ არის. გუნდის შუა რგოლში მაღალი დონის პროფესიონალები თამაშობენ.“

„გასული მატჩი „ბენფიკასთან“ უკვე ისტორიაა, ჩვენ წინ ვიყურებით და აქ მოსაგებად ჩამოვედით.“

„მწრთნელებს უყვართ ფეხბურთელებთან საუბარი. ასე იყო ჩაბი ალონსო და ასეა ალვარო არბელოაც.“

„მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია გუნდისთვის. „რეალის“ ქომაგებს ჯერ კიდევ არ უნახავთ, რა შემიძლია, რომ გავაკეთო.  ყველაფერი წინ არის.“

„დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში გაცილებით დიდი პროგრესი მექნება.“

„ალვარო კარერასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის კომფორტული ადამიანია.“

„ოჯახის როლი ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდია. მე ვეხმარები მათ, ისინი კი მეხმარებიან მე. ზოგადად, ფეხბურთელებს აქვთ რთული მომენტებიც, სადაც გვერდში მდგომ ხალხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.“

„ვინი ახლო მეგობარია, მასთან ერთად დიდ დროს ვატარებ.“

„ტიპიური „6“-იანი ვართ და მხოლოდ ამ პოზიციაზე მომწონს თამაში.“

„კრიტიკა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. მივიჩნევ, რომ სწორ ადგილას კრიტიკის მიღება გაუმჯობესებაში გვეხმარება.“


1

45 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 897

ჯიმი ჰენდრიქსის დედას რომ გავხარ,გირჩევნია ფეხბურთზე იყო კონცენტრირებული და არა საკუთარ გარეგნობაზე.тоже мне супер полузашитник.)))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (189)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)