მოურინიო:„ურთულესი მისია გვაქვს, „რეალი“ ახლა გაბრაზებულია“

ჟოზე მოურინიომ „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მე ყოველთვის ვიქნები მადრიდისტა. ამ გუნდს ყოველთვის დიდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ახლა „ბენფიკას“ სათავეში ვარ და ყველაფერს გავაკეთებ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.“

„ვიცი, რამდენად დიდი გამოწვევაა „ბლანკოსის“ წინააღმდეგ თამაში, თანაც მაშინ, როდესაც გუნდი 1/8 ფინალში პირდაპირ ჩვენს გამო ვერ გავიდა.“

„ეჭვი არ მეპარება, მადრიდული გრანდი შურისძიებას შეეცდება და ჩვენ სირთულეებისთვის მზად უნდა ვიყოთ.“

„ალვარო არბელოას წარმატებას ვუსურვებ, ის ძალიან ბევრს შრომობს და იმედი მაქვს, ლა ლიგის მოგებას შეძლებს.“

„მე მაქვს ისტორია „რეალთან“ ერთად, მაგრამ სანუკვარი ოცნება ვერ ავიხდინე და ფინალში ვერ გავედი. 1/2 ფინალი სამივე სეზონში ჩემი მაქსიმუმი იყო.“

„ფლორენტინო პერესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ჭორები იმის შესახებ, რომ „რეალში“ კიდევ მომეცემა მუშაობის საშუალება, სიმართლეს არ შეესაბამება.“

„ქომაგების დიდ მხარდაჭერას ველით. ვიცით, რომ საშინაო არენაზე გამარჯვება გვმართებს.“

„თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს, იმაზე 2-ჯერ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ, როგორც მადრიდელებთან ბოლო შეხვედრაში გავაკეთეთ. ახლა „რეალი“ უფრო მშიერი და გაბრაზებულია.“

  • Madridista
  • 16 თებერვალი 2026
  • 1 322
  • 3

1

16 თებერვალი 2026 22:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 316

გრუზავიკი გაქვს მარტივად გარჭობილი


2

16 თებერვალი 2026 23:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 211

RODRIGO DA ASENSIO AR GVEYOLEBA MARA ARAUSHAVS


3

16 თებერვალი 2026 23:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 665

ამ პრესკონფერენციაზე საინტერესო რაღც თქვა ჟოზემ. 

"ერთერთი იშვიათი მწრთვნელი ვარ რომელიც რეალს არ გაუშვია და თავისი ნებით წავიდაო, როცა პერესს ვუთხარი რომ მივდიოდი მან თქვა რომ რთული საქმე შესრულებული იყო და ახლა მხოლოდ ადვილი იყო დარჩენილი". რავიცი, ასე მგონია რომ არბელოას უყურებენ და მერე მაინც ამის მოყვანაზე ფიქრობენ. 

კლოპი არაა რეალის მწრთვნელობის ღირსი, ბევრი მ$ნერი ჭამა იანვარში ჩაბი ალონსოს გაშვების მერე. იყოს სადაც არის, რედბულის გამყიდველი :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (116)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)