„რეალი“ 3:1 „სიტი“ - მატჩი, რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩა!

ფეხბურთის ისტორიაში არსებობს მატჩები, რომლებიც ლოგიკას არ ექვემდებარება და არსებობს „რეალი“ -  კლუბი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია.  2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მანჩესტერ „სიტის“ წინააღმდეგ სწორედ ასეთი მოვლენა იყო. ეს არ გახლდათ უბრალოდ სპორტული დაპირისპირება,  ეს იყო ისტორიული მოვლენა, სადაც სანტიაგო ბერნაბეუს კედლებმა და თეთრმა მაისურმა აჯობა მსოფლიოს ყველაზე დალაგებულ და ტაქტიკურად გამართულ მანქანას.

80-ე წუთისთვის თამაში დასრულებული ჩანდა. რიად მაჰრეზის გოლის შემდეგ „სიტი“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:3-ს იგებდა, მადრიდელები კი დაღლილები და უიდეოები ჩანდნენ. პეპ გვარდიოლას გუნდი სრულად აკონტროლებდა ბურთს, სტადიონზე კი იმედგაცრუების ნაცვლად, რაღაც უცნაური, დაძაბული მოლოდინი სუფევდა. ეს იყო სიმშვიდე ქარიშხლის წინ, რომელიც საფეხბურთო სამყარომ მანამდე არ იცოდა.

გარდატეხა 89-ე წუთზე დაიწყო, როდესაც როდრიგომ, კარლო ანჩელოტის „ჯოკერმა“, წარმოუდგენელი სიმშვიდე გამოავლინა. პირველი გოლი იყო არა მხოლოდ ტექნიკური შესრულება, არამედ რწმენის დემონსტრირება. ბენზემას პასის შემდეგ როდრიგოს რეაქციამ აჩვენა მისი არანორმალურად მდგრადი ხასიათი,  მომენტში, როცა მილიონობით გულშემატკივარს იმედი გადაეწურა, 21 წლის ბიჭმა ზუსტად იცოდა, სად უნდა ყოფილიყო.

მეორე გოლი, რომელიც სულ რაღაც 90 წამში გავიდა, უკვე სპორტული განცვიფრების მწვერვალი იყო. როდრიგოს ნახტომი და თავური დარტყმა იყო სიმბოლო იმისა, რომ ბერნაბეუზე დრო ჩერდება. ამ მომენტში „სიტი“ ფიზიკურად მოედანზე იყო, მაგრამ მენტალურად ისინი უკვე განადგურდნენ. ბრაზილიელი შემტევის ცივსისხლიანობამ და უნარმა, გადამწყვეტ წამებში მაქსიმალური კონცენტრაცია მოეხდინა, იგი მადრიდული საოცარი საღამოს  ერთ-ერთ მთავარ გმირად აქცია.

აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს კარლო ანჩელოტის გენიალურობა. მისი გადაწყვეტილება, გამოეყვანა კამავინგა და როდრიგო, ხოლო მოედნიდან გაეყვანა ისეთი ლეგენდები, როგორებიც კროოსი და მოდრიჩი არიან, ბევრისთვის სარისკო ჩანდა. თუმცა, პაპა კარლომ იცოდა, რომ ამ ეტაპზე ტაქტიკაზე მეტად გუნდს ენერგია და ვერტიკალური ფეხბურთი სჭირდებოდა. მწვრთნელის სიმშვიდე სათადარიგო სკამზე გადაედო მოთამაშეებსაც, რამაც მათ საშუალება მისცა, ქაოსის ნაცვლად მიზანმიმართული შტურმი მოეწყოთ.

ბერნაბეუს მაგია არ არის მითი. ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც ვერცერთი სქემა ვერ უძლებს. სტადიონის ენერგიამ „სიტის“ ფეხბურთელებს დაავიწყა პასის კულტურა და პოზიციური დისციპლინა. როდესაც ტრიბუნებიდან „Hasta el final“ (ბოლომდე) ისმის, „რეალის“ ფეხბურთელები ზებუნებრივ ძალას იძენენ. ეს იყო სულიერი უპირატესობა, სადაც ისტორია და ტრადიცია უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მიმდინარე ანგარიში ტაბლოზე.

დამატებით დროში კარიმ ბენზემას მიერ გატანილი პენალტი მხოლოდ ლოგიკური წერტილი იყო იმ საოცრებისა, რომელიც მანამდე დატრიალდა. 0:1-დან 2:1-მდე სულ რაღაც რამდენიმე წუთში – ეს იყო ფეხბურთის გამარჯვება სტატისტიკაზე. „სიტიმ“ ყველაფერი სწორად გააკეთა 89 წუთის განმავლობაში, მაგრამ „რეალს“ მხოლოდ 2 წუთი ეყო იმისთვის, რომ სამყარო ამოეყირავებინა.

ეს მატჩი ისტორიაში შევიდა, როგორც „დიდი დაბრუნების“ ეტალონი, რომელმაც  დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არსებობს იერარქია, რომლის სათავეშიც მუდამ სამეფო კლუბი დგას. როდრიგოს გმირობამ, ანჩელოტის ალღომ და მადრიდულმა სულმა შექმნა შედევრი, რომელიც მომავალ თაობებს შეახსენებს - სანამ მსაჯი საფინალო სასტვენს არ ჩასძახებს, „ბლანკოსი“ ყოველთვის ცოცხალია.


1

55 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 788

ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეგ ემოციები

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (174)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)