ვინისიუსი:„ვოცნებობ, რომ მაისის ბოლოს ტიტულები დავითვალო“
ვინისიუს ჟუნიორმა ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
„გასული სეზონი გუნდისთვის რთული იყო. წელს მწვრთნელი შეგვეცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც გეგმაში იყო, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მაისის ბოლოს ტიტულებს დავითვლით, ეს ჩემი ოცნებაა.“
„მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან დიდი კონკურენცია იქნება. ვფიქრობ, საფრანგეთს, ესპანეთს, პორტუგალიას და არგენტინას ძალიან დიდი რესურსი აქვს.“
„დარწმუნებული ვარ, კარლო ანჩელოტიმ იცის, როგორ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი. იტალიელმა სპეციალისტმა ბრაზილიის ნაკრებში საოცარი ურთიერთობები ჩამოაყალიბა.“
„შოკოლადი, დესერტები... ტკბილეული ძალიან მიყვარს, მაგრამ ფაქტობრივად არ ვჭამ. ყველაფერს დიეტოლოგს ვუთანხმებ, ჩემით ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ.“
„რუტინა არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დიახ, ეს არის ცხოვრება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. თუ გსურს, იყო პროფესიონალი და წარმატებული სპორტსმენი, აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება კვებას.“
„„რეალის“ გარეთ ბევრი მეგობარი მყავს, ესენი არიან რეინიერი, პაკეტა, სობოსლაი, რაფინია და სხვები.“
„სტვენა? ეს ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც მეტოქის განეიტრალება გსურს, თუმცა ამას აქვს ფარგლები.“
„თანაგუნდელებთან ერთად მწვანე მინდვრის მიღმაც ხშირად ვარ. მბაპე, კამავინგა, მენდი და სხვები ხშირად ატარებენ დროს ჩემთან ერთად.“
„სიმართლე გითხრათ, თანაგუნდელებს უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ოჯახის წევრებს, ეს ჩვენი ცხოვრებისეული რუტინაა.“
„მახსოვს 3 წლის წინანდელი ზაფხული, მბაპესთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა და მაინტერესებდა, როდის მოდიოდა გუნდში, თუმცა მკაფიო პასუხი არასდროს მიმიღია.“
„მახსოვს ბელინგემთან კომუნიკაციაც. მე მას მივწერე, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და მხოლოდ „ბლანკოსი“ უნდა აერჩია.“
„ჟოზე მოურინიო განსაკუთრებული მწვრთნელია. ვფიქრობ, მან „ბლანკოსში“ მოღვაწეობის დროს, გარდამტეხი ცვლილებები მოახდინა.“
„კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ვერ ვითამაშე, მაგრამ ვითამაშე კროოსთან, მოდრიჩთან, ბენზემასთან, კაზემიროსთან და სხვა ლეგენდებთან ერთად, ეს ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო.“
„კარიმი ყოველთვის იყო ჩემი ფავორიტი, ერთმანეთს საოცრად ვუგებდით. მახსოვს, 2021/22 წლების სეზონი, სადაც გუნდმა საოცარი „ქამბექები“ დააფიქსირა. ვიცოდით, რომ ფინალში გასვლა და გამარჯვება შეგვეძლო.“
„მოდრიჩი ძალიან მენატრება. ის თითქმის 41 წლის არის და საოცარ დონეს აჩვენებს. ხორვატი პროფესიონალიზმის განსახიერებაა.“
„ლუკიტას „როსონერის“ რიგებში წარმატებებს ვუსურვებ, ის ყველა მადრიდელს უყვარს.“
- დღეს, 10:40
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



