„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „ბენფიკასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყეს. დასვენების დრო არ არის, ვინაიდან გუნდს მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე აქვს.
„სოსიედადთან“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა კონდიციების აღდგენას დაუთმეს მთელი დრო, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
სესიაზე გამოძახებული იყო რამდენიმე კენტარანოც.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სრულფასოვნად ივარჯიშა კილიან მბაპემ, ის 100%-ით მზად არის.
არბელოამ შეკრებაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და კარში დარტყმებს.
ფინალურ ვარჯიშს „რეალი“ ლისაბონში ჩაატარებს.
- გუშინ, 21:30
- 50
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



