არბელოა:„მომეცა შესაძლებლობა, რომ გუნდი სრულფასოვნად ვავარჯიშო“

ალვარო არბელოამ „სოსიედადთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც არაერთხელ დაუმტკიცებია საკუთარი კლასი და შესაძლებლობები. მიხარია, რომ ბერნაბეუზე მოსულმა პუბლიკამ დიდი სიამოვნება მიიღო.“

„მომეცა შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ვარჯიშები ჩავატარო და ფეხბურთელებს ამოსუნთვის საშუალება მივცე.“

„დიახ, თამაშის ხარისხის გაუმჯობესება პირველ რიგში სრულფასოვანმა სესიებამდე განაპირობა, რომელიც ამ კვირაში ჩავატარეთ.“

„ნამდვილად არ ვარ გაკვირვებული იმ ფეხბურთით, რომელიც ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა აჩვენა. ინგლისელს საოცარი საფეხბურთო IQ აქვს და კიდევ უფრო მაღალი კლასის ჩვენება შეუძლია.“

„ვინისიუსი საოცარია. ბრაზილიელმა დღეს დუბლი მიითვალა და არაერთ მომენტში გაამწვავა სიტუაცია. მოსვლის დღიდან ვამბობ, რომ ვინისიუსის როლი უდიდესია.“

„ზუსტად ვიცი, რომ ლისაბონში თამაში მარტივი არ იქნება, მაგრამ ვალდებულები ვართ, ორივე რაუნდში მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ.“

„მბაპეს მოედანზე გასვლა რისკებს შეიცავდა, სწორედ ამიტომ, სიფრთხილე გამოვიჩინეთ. ფრანგი ფეხბურთელი „ბენფიკასთან“ დაპირისპირებას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.“

„არც კარვახალს და არც ტრენტ 90 წუთიანი დატვირთვის მიღება ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ, მაგრამ ეს მალე შესაძლებელი გახდება.“

„დინ ჰაუსენი შესანიშნავი მცველია, ის ძალიან დიდ პროგრესს აჩვენებს და დროთა განმავლობაში ტოპ კლასის უკანახაზელი გახდება.“

  • Madridista
  • 15 თებერვალი 2026
  • 1 840
  • 1

1

17 თებერვალი 2026 23:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 910

შე საწყალო ძალათ მენეჯერო.უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო,ასეა შენი საქმე.)))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (42)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)