კურტუა:„გუნდის თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული“

ტიბო კურტუამ ბერნაბეუზე მიღწეულ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ლა ლიგაში 150-ე გამარჯვება მართლაც შესანიშნავი შედეგია.  გუშინ გავიგე, რომ „სოსიედადის“ დამარცხების შემთხვევაში, ამ მაჩვენებლამდე მივიდოდი.“

„ბედნიერი ვარ მოტივირებული ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია გუნდის პროგრესი და თამაშის ხარისხის აშკარა გაუმჯობესება.“

„გარკვეულ მომენტებში მოედანზე ქაოტური სიტუაცია იქმნებოდა, მაგრამ საერთო ჯამში გუნდმა ეფექტური ფეხბურთი აჩვენა, 4 გოლი გაიტანა და კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა.“

„ტრავმირებულები მოთამაშეები, როგორებიც არიან რუდიგერი, ტრენტი და კარვახალი, გუნდს უბრუნდებიან. რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელი გვჭირდება, ეს კი ფედერიკო ვალვერდეს ნახევარდაცვაში დაბრუნების საშუალებას მისცემს. ბუნებრივია, საკუთარ პოზიციებზე დაბრუნება მოთამაშეებს უფრო ეფექტურს გახდის, რაც სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება“

„ტრენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ინგლისელი მოუმატებს და გუნდისთვის ძალიან ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს.“

„„ბენფიკასთან“ დაპირისპირება ჩვენთვის დამატებითი ბარიერია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სულ მოწინავე პოზიცია გვქონდა, მაგრამ ბოლოს არ გაგვიმართლა და სიტუაცია შეიცვალა, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო, თუმცა მოცემულობა მივიეთ და გვჯერა, რომ მომდევნო 2 დაპირისპირებაში „რეალი“ დომინანტი იქნება და 1/8 ფინალში გასვლას შეძლებს.“


1

15 თებერვალი 2026 13:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 205

PENLEBIS MOGERIEBASHI IVARJISHE KURTU


2

15 თებერვალი 2026 23:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 624
15 თებერვალი 2026 13:53, RUSTAVSKI says:

PENLEBIS MOGERIEBASHI IVARJISHE KURTU

ამ პენალტს ვერ მოიგერიებდა  

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (104)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)