"ტოტენჰემს" ბენზემაც მოუნდა
ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შესაძლოა ბენზემამ გუნდი დატოვოს და "ტოტენჰემში" გადაბარგდეს
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი,ჰარი რედნაპი ვან დერ ვაარტს არ დასჯერდა და ბენზემაც მოინდომა. იგი მზადაა ფრანგი ფორვარდი ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ შეიძინოს. მან ერთ-ერთ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა,რომ ის დიდი ხანია აკვირდება კარიმს და მისი აზრით სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო მისი შეძენისა,რადგან ბენზემას პრობლემები აქვს ჟოზე მოურინიოსთან.
22 წლის ფრანგ ფორვარდს მართლაც დიდი პრობლემები აქვს "რეალის" მთავარ მწვრთნელთან. პირველ რიგში მოუ მას სიზარმაცეში ადანაშაულებს,რის გამოც უმეტეს შემთხვევაში ბენზოს სათადარიგო სკამზე ჯდომა უწევს.
რედნაპის განცხადებით მას არც თუ ისე ძლიერი თავდასხმის ხაზი ჰყავს და ბენზემა მას იმისთვის სჭირდება,რომ "პრემიერლიგაში" ოთხეულში ადგილი შეინარჩუნოს. შეგახსენებთ,რომ ფრანგი "რეალში" "ლიონიდან" 35 მილიონად გადავიდა,თუმცა სპეციალისტებისა და ექსპერტების განცხადებით მისმა ფასმა საგრძნობლად დაიკლო. რედნაპი თვლის,რომ 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი ზედგამოჭრილი ფასია. "სპურსების" მთავარი მწვრთნელი ამ ზაფხულზე ანალოგიური თანხით ფორლანისა და ფაბიანოს შეძენას ცდილობდა,თუმცა ამაოდ.
"ჩემი აზრით ბენზემასთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება,რომ "ტოტენჰემში" გადმოვიდეს. ეს მის კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. "რეალში" მისი ადგილი არაა. მოურინიო მას არ ენდობა,შესაბამისად ნაკლებ სათამაშო დროსაც აძლევს. ამით კი ფეხბურთის უდიდესი ტალანტი იკარგება." - განაცხადა რედნაპმა.
ჰარი რედნაპს ძალიან გაუჭირდება კარიმის თავის გუნდში გადაყვანა,რადგან ზამთარში მის გადაბირებას "ტოტენჰემზე" გაცილებით უკეთესი გუნდები შეეცდებიან,როგორიცაა "იუვენტუსი", "მანჩესტერი" და სხვა.. შესაძლოა მოუმ მისი გაყიდვა საერთოდ არ მოისურვოს,რაგდან მაშინ "ბლანკოსი" ფაქტიურად ერთი თავდამსხმელის ამარა დარჩება..,
ინფორმაციის წყარო:goal.com
- 8 ოქტომბერი 2010
- 1 479
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.