ალექსანდრ ჩეფერინისთან ურთიერთობები ნორმალიზდება
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სუპერლიგის პროექტი ჩავარდნილია, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ურთიერთობები „უეფასთან“ და პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინისთან ნორმალიზდება.
„უეფა“ აპირებს, რომ სამეფო კლუბის აზრი მოისმინოს ყველა მიმდინარე პროექტზე, რაც ფეხბურთის განვითარებასა და სიახლეების შემოტანაში დაეხმარება.
„მარკას“ ინფორმაციით, მხარეებს შორის პატივისცემაზე დაფუძვნებული ურთიერთობებია და მომავალში არაერთი აუდიენცია იგეგმება.
არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ფლორენტინო „უეფას“ წარმომადგენლებს შეხვდეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილოს.
- დღეს, 14:37
- 51
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



