არბელოა:„„ბარსელონას“ 4:0 მარცხი? ფლიკს ჰკითხეთ“

ალვარო არბელოამ „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მას შემდეგ, რაც „სოსიედადმა“ საკადრო ცვლილებები განახორციელა, თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა. ამ გუნდმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვა „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რთული ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ საშინაო არენაზე გამოვდივართ და ვალდებულები ვართ, 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“

„კილიან მბაპე სათამაშოდ მზად არის. მას მუხლზე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ დღევანდელ სესიაზე სრულფასოვნად დაიტვირთა.“

„„უეფასთან“ შეთანხმება? ვერაფერს დავამატებ. ეს ერთობლივი პოზიციაა.“

„გუნდში ყველა ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა. აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი, რომ 25 ფეხბურთელიდან ყველას აქვს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის საშუალება. გუნდი მოტივირებულია და პროგრესს განიცდის.“

„გუნდში ყოველთვის რჩება ადგილი გაუმჯობესებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 1 თვეზე მეტია სამეფო კლუბში ვარ და ყოველდღიურად ვცდილობ, ვიპოვო სივრცეები მეტი ეფექტურობის მისაღწევად.“

„დარწმუნებული ვარ, დანი კარვახალი მალე შეძლებს 90 წუთიანი დატვირთვის მიღებას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. ზოგადად, ძალიან მომწონს ფეხბურთელებთან კომუნიკაცია და მივიჩნევ, რომ ეს აუცილებელია.“

„ვცდილობ ისეთი მწვრთნელი ვიყო, როგორიც ფეხბურთელობის დროს მომწონდა. ჩემთვის კომუნიკაბელურობას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.“

„გუნდური ვახშამი? ეს ფეხბურთელების გადაწყვეტილება იყო, რამაც ძალიან გამახარა. ერთიანი სულისკვეთება ყოველთვის არის წარმატების საწინდარი.“

„„ბარსელონას“ 4-0 მარცხი? მე ვერაფერს გეტყვით, ჰანსი ფლიკს ჰკითხეთ.“

„ჰაუსენმა და რაულ ასენსიომ არაერთი დაპირისპირება ჩაატარეს დუეტში, მათი სახით საიმედო ცენტრალური მცველები გვყავს. მიხარია და მეიმედება, რომ ამხელა ტრავმიანობის პირობებში, ორივე ესპანელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“

„წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ჩამაბარეს. „რეალის“ წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებ.“

  • Madridista
  • 13 თებერვალი 2026
  • 2 167
  • 4

1

13 თებერვალი 2026 17:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 319

ახლა იკაიფოს ფლიკმა რეალზე, არა და თავიდან რომ გადავიდა ბარსაში არ იყო ასეთი, მაგრამ როგორც იტყვიან სისხლი გადაუსხეს


2

13 თებერვალი 2026 18:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 58

ბარსამ წაგოო ჩვენ რა ჩვენთან ხომ არ დამარცხდნენ 4: 0 ი არამედ ატლეტიკოსთან აი ჩვენ რომ მოუგებთ ორივეს 7:0 მაშინ უნდა ვიზეიმოთ ეს არის ნაღდი და იმედია ამას ვიხილავთ


3

13 თებერვალი 2026 22:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 349

ოთხით ნოლი კი წააგო მაგრამ ბარსას ხერხემალი არ ყავდა პედრი და რაფინია შეტევაში ეს ორი ფეხბურთელი ძალიან ბევრს ნიშნავს ბარსასთვის ჩვენ კი უნდა ავიღოთ მაგალითები როგორ მოვახერხოთ იგივე ვნახოთ მეორე თამაში როგორ წარიმართება რემონტადას იმედი ტყუილად ექნებათ ბარსას ფანებს


4

14 თებერვალი 2026 15:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 75

Atletikosac wauvida tamashi da gamoiyena sayrdenebis chavardnebi. Amwarevs xolme periodulad egre barsas  mteli arsebobis ganmavlobashi

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (155)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)