გიულერი და ჯუდ ბელინგემი ერთად - ტაქტიკური ანალიზი
მადრიდის „რეალის“ ტაქტიკური სურათის ყველაზე საინტერესო ასპექტი ჯუდ ბელინგემისა და არდა გიულერის თანაარსებობაა. თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია, როდესაც ერთ გუნდში ორი ასეთი მაღალი „საფეხბურთო IQ-ს“ მქონე მოთამაშე იყრის თავს, რომელთაც თამაშის მართვისა და ფინალური პასის გაკეთების ერთნაირი ნიჭი აქვთ. მათი ერთდროული ყოფნა მოედანზე სამეფო კლუბს კრეატივის უმაღლეს დონეზე აყვანა უნდა შეეძლოს, თუმცა ეს გარკვეულ კითხვებსაც ბადებს.
პოზიციური თვალსაზრისით, ბელინგემი და გიულერი ხშირად იკავებენ მსგავს ზონებს. ე.წ. „ათი ნომრის“ პოზიციას ან მარჯვენა ფლანგს. როდესაც ორივე მოთამაშე მოედანზეა, ჩნდება საშიშროება, რომ მათ ერთმანეთს სივრცეები შეუზღუდონ. ბელინგემს უყვარს სიღრმიდან შეჭრა საჯარიმოში, ხოლო გიულერი უპირატესობას ანიჭებს ბურთის ფლობას ფლანგიდან ცენტრისკენ შემოწევისას. ეს დინამიკა მოითხოვს იდეალურ სინქრონიზაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოედნის ცენტრის გადატვირთვა.
არგუმენტი, რომელიც მათ ერთად თამაშს ეწინააღმდეგება, სწორედ ტაქტიკურ დისბალანსს ეხება. 4-3-3 სქემაში, სადაც სამივე შემტევი (მაგალითად, ვინისიუსი, მბაპე და როდრიგო) მოედანზეა, ნახევარდაცვის სამეულს უდიდესი დატვირთვა ადგება დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. არდა, მიუხედავად მისი პროგრესისა, არ არის ტიპური „მუშა“ ნახევარმცველი, ხოლო ბელინგემის წინ წაწევა ხშირად ტოვებს ღია სივრცეებს საყრდენ ზონაში.
თუმცა, არსებობს ძლიერი საპირისპირო არგუმენტიც. მათი ქიმია ქმნის ინტელექტუალურ უპირატესობას, ბელინგემის ფიზიკური ძალა და გიულერის ტექნიკა ავსებს ერთმანეთს. იქ, სადაც ჯუდი ძალისმიერად და ეფექტური მანევრით სცდება მეტოქეს, არდას შეუძლია ერთი არასტანდარტული პასით გაჭრას მთელი დაცვა. მათი ერთად ყოფნა აიძულებს მეტოქეს, პერსონალურად მეურვეობა ორ კაცზე გადაანაწილოს, რაც ავტომატურად ათავისუფლებს სივრცეებს ვინისიუსისა და მბაპესთვის.
არის თუ არა ორივე მოთამაშე საჭირო 4-3-3 სქემაში? პასუხი დამოკიდებულია მეტოქის სტილზე. როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი თამაშობს დაბალი ბლოკით და იცავს თავს 10 კაცით, გიულერის კრეატივი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბელინგემი კი ის ფეხბურთელია, რომლის გარეშეც თანამედროვე „რეალის“ ხერხემალი წარმოუდგენელია. შესაბამისად, მათი ერთად ყოფნა არა ფუფუნება, არამედ საჭიროებაა იმ თამაშებში, სადაც მხოლოდ სისწრაფე არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის.
არასასურველი მომენტი დაცვითი გადასვლებისას წარმოქმნილი ზონებია. 4-3-3 სქემაში ნახევარდაცვის სამეულს მოეთხოვება განსაკუთრებული ტემპით და სივრცეების შეზღუდვით მუშაობა. როდესაც ბელინგემი შეტევაში ერთვება (რაც მისი სტილია) და გიულერიც მაღალ პოზიციას იკავებს შემოქმედებითი თავისუფლებისთვის, ბურთის დაკარგვის შემთხვევაში საყრდენ ნახევარმცველზე მოდის ორმაგი დატვირთვა. თურქი მიუხედავად მონდომებისა, ფიზიკური მონაცემებით ვერ უზრუნველყოფს იმ აგრესიულ პრესინგს და ართმევას, რასაც ტიპური ცენტრალური ნახევარმცველი (მაგალითად, ვალვერდე ან კამავინგა). ეს ქმნის მეტ სივრცეს ნახევარდაცვაში და გუნდი ფაქტობრივად ერთი მოთამაშით ნაკლებით იცავს თავს, რაც მაღალი დონის მეტოქეებს შუა ხაზის მარტივად გაჭრის საშუალებას აძლევს.
დაცვით ფაზაში პრობლემების მოსაგვარებლად, ჯერ ალონსო, ახლა კი არბელოას ხშირად მიმართავს ჰიბრიდულ სისტემას. შეტევისას 4-3-3, ხოლო დაცვისას 4-4-2, სადაც თურქი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ჩამოდის. ეს ბელინგემს ათავისუფლებს და საშუალებას აძლევს პრესინგის პირველ ხაზში ჩაებას. ასეთი ტაქტიკური მიდგომა ამართლებს ორივე ტექნიკური მოთამაშის ერთდროულ ყოფნას მოედანზე, რადგან გუნდი არ კარგავს ბალანსს.
არგუმენტი, რომ გიულერი ხელს უშლის ბელინგემს შესაძლებლობების გამოვლენაში, მცდარია იმ კუთხით, რომ ჯუდი 2026 წლისთვის უკვე ჩამოყალიბდა, როგორც უფრო „Complete Midfielder“ და არა მხოლოდ ბომბარდირი. არდასთან ერთად თამაში მას საშუალებას აძლევს უფრო მეტად ჩაერთოს თამაშის ორგანიზებაში, ნაცვლად იმისა, რომ სულ მეტოქის საჯარიმოში იყოს ჩასაფრებული. ეს მის თამაშს უფრო სრულყოფილს ხდის.
- დღეს, 19:00
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




