„რეალი“ „პსჟ“-სთან ურთიერთობების დათბობას ცდილობს
სუპერლიგის პროექტის ოფიციალურად დახურვის შემდეგ, მადრიდის „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის ურთიერთობა შესაძლოა დათბეს.
ნასერ ალ ჰელაიფი საჯარო განცხადებებით გამოვიდა და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ნამდვილი ინტელექტუალი უწოდა, რომელიც ზრუნავს სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე.
ნასერის და პერესის დაპირისპირება მბაპესთან დაკავშირებით დაიწყო, ხოლო სუპერლიგის პროექტმა ვითარება უკიდურესად დაძაბა.
ნასერ ალ ჰელაიფმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი საჯაროს შეაქო და განაცხადა, რომ მან „უეფასთან“ შეთანხმებით გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.
„პსჟ“-ს მმართველმა ფლორენტინო პერესს შორსმჭვრეტელი ინტელექტუალი უწოდა, რომელიც ზრუნავს ფეხბურთის განვითარებაზე.
ფაქტია, რომ პარიზელებთან არსებული ყინული დადნობას ექვემდებარება და ეს ყველაფერი შესაძლოა სატრანსფერო შეთანხმებებზეც აისახოს.
პერესის უმთავრესი მიზანი ვიტინიას დამატებაა, მაგრამ რამდენად შეძლებს ესპანელი პრეზიდენტი პარიზული გუნდის ნახევარდაცვის უდავო ლიდერის დამატებას მეორე საკითხია.
- დღეს, 17:19
- 52
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



