რონსერო:„გეჰიზე უარის თქმა შეცდომა იყო“
ტომას რონსეროს აზრით, მარკ გეჰი „სიტიში“ ამტკიცებს, რომ მაღალი დონის მცველია და დიდი პერსპექტივა აქვს.
„მე არ მაქვს ინფორმაცია, გეჰის და მადრიდის „რეალის“ კონტრაქტის შესახებ, მაგრამ თუ ფლორენტინო პერესმა მასზე მართლაც თქვა უარი, ეს არის შეცდომა.“
„დაცვის ცენტრში გუნდს პრობლემები აქვს, მარკს კი ბერნაბეუზე თამაში სურდა. ეს მოცემულობა სრულიად წარმოუდგენელია.“
„ხოსეპ გვარდიოლა ჭკვიანი მწვრთნელია, მან გეჰიში დიდი პერსპექტივა დაინახა და ფაქტია, რომ უკანახაზელის სტარტი შესანიშნავია.“
- გუშინ, 11:38
- 320
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




