„რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
უეფამ, ევროპულმა საფეხბურთო კლუბებმა (EFC) და მადრიდის „რეალმა“ ევროპული საკლუბო ფეხბურთის საკეთილდღეოდ შეთანხმებას მიაღწიეს.
ევროპული ფეხბურთის საკეთილდღეოდ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უეფამ, ევროპულმა საფეხბურთო კლუბებმა (EFC) და მადრიდის „რეალმა“ გადაწყვიტეს, რომ ერთიან პოზიციაზე შეჯერდნენ, რაც პირველ რიგში ყველა კლუბის კეთილდღეობას და სპორტული კლუბების პრინციპების პატივისცემას გულისხმობს.
ეს პრინციპული შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების მოგვარებას, საბოლოო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ნიშნავს იმას, რომ სუპერლიგის პროექტი აღარ განხორციელდება და ფლორენტინო პერესის იდეა იდეად დარჩა.
`
- დღეს, 21:26
- 70
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



