„სოსიედადისთვის“ მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადებას განაგრძობენ.
დღევანდელ სესიაზე ალვარო არბელოამ რამდენიმე კანტერანოც გამოიძახა და მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ავარჯიშა.
შეკრებაზე დიდი ყურადღება დაეთმო პრესინგს, კონტრ-შეტევებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და სტანდარტებს.
ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
დანი კარვახალმა და ანტონიო რუდიგერმა სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს, ისევე როგორც ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა.
„რეალი“ ბასკური კლუბის მასპინძლობამდე კიდევ ორ სესიასატარებს.
- დღეს, 16:17
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



